• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ბათუმში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს თან ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ჰქონდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

შემთხვევის მოტივი უცნობია. 

გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით უკვე დაიწყო. საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.