• თბილისი
  • 8°C
  • 16 დეკემბერი, 2017
article

გურჯაანში საცხობში კაცის ცხედარი იპოვეს

გურჯაანის სოფელ ნანიანში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ცხედარი საცხობში ნახეს, სადაც ის მუშაობდა.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი გახდება ცნობილი. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.