• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2017
article

განმუხურში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს

განმუხურში, სადაც GEM fest-ი მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ დაკავებულის ეროვნებას და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობას. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საქმესთან დაკავშირებით დეტალების საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება. 

შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი „ჯემ ფესტიდან“ გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა კი  ვერ მოხერხდა.