• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

უზნაძეზე მოკლული გოგონა ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ვერ პოულობენ

19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. უზნაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, მოკლული გოგონა დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ. 

მეზობლის ინფორმაციით, ბიჭი დაკარგულია და მას ვერ უკავშირდებიან. მისივე ინფორმაციით, დეიდა, რომლის სახლშიც ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა, ფოთში იმყოფება და ახალგაზრდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეიდა მათ ვერ დაუკავშირდა. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და მათ ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ. საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.