• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

სკამზე მიაბეს, აწამეს და ყელი გამოჭრეს - 34 წლის ქალი მოკლეს

თურქეთის ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი წამებით მოკლეს - ამ ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი, რომლის სახლშიც ცხედარი აღმოაჩინეს, უკვე დაკავებულია.

„მეზობლებმა მძაფრი სუნი იგრძნეს და პოლიციას გამოუძახეს. კარის გატეხვის შემდეგ კი ოთახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სკამზე მიბმული, ყელგამოჭრილი იპოვეს“, - წერს თურქული მედია.