• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2017
article

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, კაცი დაჭრეს. მას ჭრილობა მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული. როგორც ცნობილი ხდება, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.