• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2017
article

"საჰაერო იერიში სირიის მიმართულებით, აშშ-ს მხარდამჭერ ოპოზიციური ძალის შეტევაზე პასუხი იყო“

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო არმიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

მათი ინფორმაციით, სამთავრობო არმია იორდანიის საზღვართან,  მეამბოხეების პოზიციისკენ მიემართებოდა. დარტყმა, დამასკოს მომხრეების მიერ, აშშ-ის მხარდამჭერ ოპოზიციური ძალის შეტევაზე პასუხი იყო. წინასწარი მონაცემებით, კოალიციის ცეცხლი გაფრთხილება იყო და არავინ დაშავებულა.  

კოალიციური ძალების  განცხადებით, - „პრო-სამთავრობო ძალებმა გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირება არ მოახდინეს, უარი თქვეს კურსის შეცვლაზე და დაარღვიეს უსაფრთხოების ზონის საზღვარი, შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მაისის დასაწყისში,  ასტანაში გამართული მოლაპარაკებების დროს“.

პენტაგონში მიიჩნევენ, რომ სირიის  მისამართით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად შესაძლოა, იყოს მსხვერპლი.

მომხდართან დაკავშირებით დეტალები დაზუსტება მიმდინარეობს.

არსანიშნავია, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად 2014 წლიდან სირიასა და ერაყში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის და სირიის ოპოზიციას იარაღს აწვდის.  კოალიცია, ვაშინგტონის ხელმძღვანელობით სირიის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე მოქმედებს.