რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი11°-19°
  ქუთაისი14°-26°
  ბათუმი14°-19°
სასამართლომ სამი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

12:13 20.04.2017
["პრესა.ჯი"]
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ვ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 აგვისტოს ქ. საგარეჯოში, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევს ვ.ჯ.-ს მეუღლის დეიდაშვილთან თ.ბ.-სთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არსებული ვალის გამო ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. განაწყენებულმა ვ.ჯ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა იმავე დღეს, ღამის საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სახლში მყოფ სიდედრს, სიდედრის დას და მძინარე მდგომარეობაში მყოფ თ.ბ.-ს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე პირი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნენ გადაიყვანილი.

სამართალდამცველებმა ვ.ჯ. იმავე ღამეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-04-20 20:42:18
სამუდამო უნდა მიეცათ!!!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
5. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
6. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
7. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
8. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
9. „თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო. ასე სცა პატივი პუბლიკასაც, შვილსაც და პროფესიასაცო“
10. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901