• თბილისი
  • 26°C
  • 23 ივნისი, 2017
article

ქრთამის მიცემის ფაქტზე პრობაციონერი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოხელისთვის თანხის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ი.ქ დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქემ საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, თბილისის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცერს ვ.თ-ს, ქრთამის სახით ფულადი თანხა 1000 ლარი გადასცა.საქმეზე გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის ბრალდებით მიმდინარეობს.