• თბილისი
  • 29°C
  • 17 აგვისტო, 2017
article

აშშ-მა ავღანეთში ყველაზე მძლავრი ბომბი ჩამოაგდო

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში უზარმაზარი ბომბი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

GBU-43/B მასიური საარტილერიო საჰაერო ბომბი (MOAB) ადგილობირივი დროით ხუთშაბათს, 7 საათზე ჩამოაგდეს.

MOAB-ი, რომელსაც ასევე "ყველა ბობმის დედას" უწოდებენ, 9,7 ათას კილოგრამზე მეტს იწონის და ამერიკის ყველაზე მძლავრი არაატომური ბომბია.

ბომბი განკუთვნილი იყო ISIS-ის წევრებისა და გვირაბების განადგურებისთვის. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.