• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

"სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა ორი ქიმიური შეტევა განახორციელეს"

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა ორი ქიმიური შეტევა განახორციელეს, რაზეც ბრძანება უშუალოდ ბაშარ ალ-ასადმა გასცა. მისივე თქმით, ის ამაში „100 პროცენტით დარწმუნებულია“. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მან არ იცის იყო თუ არა რუსეთი ჩართული ამ შეტევაში. 

ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით შეტევის განხორციელების თაობაზე ბრძანება გასცა.

მისი თქმით, ისრაელს არ გააჩნია იმის მიზეზი, რომ ამ ომში ჩაებას.

„საერთაშორისო საზოგადოების პასუხი ნულის ტოლია. პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ეს კი მე კვლავ იმ დასკვნამდე მაბრუნებს, რომ ისრაელს მარტო თავისი თავის იმედი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა მან.