რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 24
468 x 100
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი5°-18°
  ქუთაისი5°-13°
  ბათუმი6°-11°
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 84 ქვეითი ოფიცერი შეემატა

13:27 17.03.2017
["პრესა.ჯი"]
დღეს საერთო საჯარისო ცენტრში ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას საქართელოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრო. პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ კურსდამთავრებულ სამხედროებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.

დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 84 ქვეითი ოფიცერი შეემატა. კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დასასრულს კურსდამთავრებულ ოფიცრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი საერთო საჯარისო ცენტრში 3 ოქტომბერს დაიწყო და 25 კვირის მანძილზე გრძელდებოდა.

მსმენელები სწავლების განმავლობაში ტაქტიკის საფუძვლებს დაეუფლნენ და საცეცხლე, სამთო, ჯავშანსატანკო და აერომობილური მომზადება გაიარეს. კურსის განმავლობაში მსმენელებს საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრები სხვადასხვა სამხედრო დანაყოფში ქვეითი ოცეულის მეთაურებად დაინიშნებიან და სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-03-17 13:34:59
ოფიცერი რომ გამოზარდო ამას მინიმუმ 5 წელი მაინც ჭირდება, ხოლო მის გაშვებას ერთი ხელისმოწერა, რამდენი პროფესიონალი ოფიცრები გაუშვეს ჯარიდან? ან რისთვის ზრდიან ან რატომ უშვებენ? კადიროვის დაცვის სამხედრო ქვედანაყოფი უფრო ბრძოლისუნარიანია ვიდრე მთელი საქართველოს არმია.

2017-03-17 13:54:41
მართლაც და რას ნიშნავს დღეს შეემატება? გუშინ რამდენი ახალგაზრდა და გამოცდილი ოფიცერი გამოაკლდა, მარტო გორის დივიზიის დაშლის გამო? რამდეჯერ, დიახ რამდენჯერ მეტი გამოაკლდა? ხომ არ არის ეს კოეფიციენტი 10-ზე მეტი?

2017-03-17 14:13:48
დღეს საქართველოა ძალიან დიდი უფსკრულის პირას გადაყირავებული. ქართველბი დღევანდელი მენტალობით რეალურად ორი უკიდურესად შეურიგებელ და დაპირისპირებულ ნაწილად ხართ გახლეჩილი ქოცებათ და ნაცებათ.

ივანიშვილს, ცხადზე ცხადია, რომ არჩევნების გზით ვეღარ მოიშორებთ, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ მას ვერც სახალხო აჯანყებით, რევოლუციებით და გადატრიალებით მოიშორებთ, რადგან ამ ე.წ. მთავრობას თქვენვე მიანიჭეთ ლიგიტიმურობა და ამის საფუძველზე მას ყოველთვის შეუძლია კანონიერად მიმართოს დახმარებისათვის "მოძმე რუსეთს" გაჭირვების ჟამს.

ივანიშვილის დამანგრეველი რეჟიმიდან თავის დაღწევას, რუსეთი, ქართველთათვის, მხოლოდ ცალკეული კუთხეების, ანუ სეპარატიული განწყობილი კუთხეების სახიოთ დაუშვებს. ქართველთა მარტივ მამრავლებად დაშლის გეგმა 25 წელია მუშავდება და წარმატებით ხორციელდება საქოცეთში უმწვავეს ანტიდასავლურ ფონზე. რუსეთი, სეპარატისტულ კუთხეებს მახარს დაუჭერს, გარკვეული სისხლის ღვრასაც მოაწყობს, რომ ერთმანეთს, რაც შეიძლება მტრული განწყობილებებით დაშორდეთ. ამგვარი ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა ბათუმში, ნუთუ მართლა ვერ შენიშნეთ იქ საკმოდ შორსმიმავალი სეპარატისტული ფრაზები და გამოხტომები?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორ გაჭირვებაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ და ზიზღითაც არ უნდა განიმსჭვალოთ ივანიშვილის მიმართ, თქვენ მას ერთიანი საქართველოს სახით თავიდან ვეღარ მოიშორებთ! ამას ხიხო პუტინისა და რუსეთის მხარდაჭერით არ დაუშვებს!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. "მოძღვარმა ჯერ ლოცვები წაიკითხა, შემდეგ ლიფი ამიწია, ზეთი მაცხო და ორივე მკერდზე მაკოცა"
2. "მე - მაია ასათიანმა, არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს ჩემთვის"
3. "ძალიან სამარცხვინო და გამაღიზიანებელია, როცა ხარ ნანუკა ჟორჟოლიანი" - გურამ შეროზია
4. ქრისტეს სისხლის ანალიზის გამაოგნებელი შედეგები – მეცნიერებმა მისი ღვთაებრივი წარმოშობა დაადასტურეს
5. "ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობა მძიმეა, გათიშული წევს რეანიმაციაში"
6. ნიკა ჭავჭავაძე: გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანი დამესხა თავს!
7. "ნიშნობაზე დედაჩემი ნაწყენი დარჩა" - რა არ მოეწონა ლევან ჯიბღაშვილის დედას?
8. ყაზბეგზე მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან სექს-სიმბოლო დიანა ოვანოვა იჯდა
9. ულამაზესი ნანიკო ხაჩიური, რომელიც უმძიმეს დაავადებას სასწაულებრივად გადაურჩა, დაქორწინდა (ფოტოები)
10. 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901