Carpet Cleaning Calgary
რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი4°-15°
  ქუთაისი5°-21°
  ბათუმი9°-16°
"ცენტრ პოინტის" საქმის სასამართლოს სხდომები შესაძლოა საავადმყოფოში ჩატარდეს

11:36 10.01.2017
["პრესა.ჯი"]
დღეს გახდება ცნობილი ჩატარდება თუ არა "ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ მაგნოლიას ეპოზოდზე სასამართლო სხდომები საავადმყოფოში.

მოსამართლეს ამ შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა.

თავად რჩეულიშვილი  სასამართლო პროცესების საავადმყოფოში ჩატარების წინააღმდეგია. 

მისი ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე შუამდგომლობს პროცესი იქამდე გადაიდოს, ვიდრე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, რათა მან საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება შეძლოს. 

"ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ექიმის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმი არ უწევს რეკომენდაციას, რომ პროცესი პალატაში ჩატარდეს. ასევე წარმოდგენილი გვაქვს მაია რჩეულიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სურს სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, თუმცა წინააღმდეგია რომ პროცესები მასთან პალატაში ჩატარდეს, ვინაიდან ამით მოხდება მისი, როგორც მორალური, ისე ფსიქოლოგიური განადგურება. ამიტომ ის თხოვს სასამართლოს პროცესის გადადებას, სანამ თავად არ შეძლებს სასამართლოში მოსვლას და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას. 

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მის თხოვნას არ გაიზიარებს, მაია რჩეულიშვილი იძულებული იქნება უარი თქვას საკუთარ უფლებაზე და აღარ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომებში, ამით კი ბრალდებულის უფლება დაირღვევა", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რჩეულიშვილი საავადმყოფოში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული რამდენიმე თვის შედეგაგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-01-10 11:41:26
სახში ჩაატარეთ მაიასთან და ვახუნასთან ბარემ. ან საერთოდ პლაჟზე.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. დეპუტატი რიმა ბერიძე: "დღეში ერთი ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმარისია"
2. "გთხოვთ, გაავრცელეთ!" - პოეტი შალვა ბაკურაძე დაიკარგა
3. "მოძღვარმა ჯერ ლოცვები წაიკითხა, შემდეგ ლიფი ამიწია, ზეთი მაცხო და ორივე მკერდზე მაკოცა"
4. "ეს მე გავიგე ნიკას დასაფლავების შემდეგ" - შემთხვევა, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
5. რა ხილვა ჰქონდა ბავშვს, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა? – ,, ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა ილოცეო”
6. უბედური შემთხვევა თბილისში - ვაკეში მიწა ჩავარდა და მამაკაცი ჩაიყოლა
7. "მეორე დარტყმა მაია ასათიანის ტრაგედია იყო, რომელმაც გადამიტრიალა გონება"
8. ანასტასია ზაალიშვილის დედა: "სასწაული მოხდა"
9. "პარიზიდან გამოუბრუნებიათ "კაი ბიჭების მასა", გუგლის ჰისთორის ათვალიერებინებდნენ მესაზღვრესო"
10. "პოსტსკრიპტუმი" დავით ნარმანიას ოჯახს ბოდიშს უხდის
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901