
არაოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, დავით ჯოხაძე დააკავეს
- "პრესა.ჯი"
- 12:59 09.01.2017
ოფიციალურად, დავით ჯოხაძეს ბრალად ედება შეუტყობინებლობა, თუმცა, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, შესაძლოა, საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
ამჟამად, ტარყაშვილის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდიან ივერი გოგბერაშვილი და დავით რუსიშვილი. რუსიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა სცნეს დამნაშავედ. ხოლო იძებნება ირაკლი აგლაძე. თუმცა, მოკლულის დედის განცხადებით, ტარყაშვილის მკვლელობაში ასევე მონაწილეობდა პრეზიდენტ მარგველაშვილოს მეუღლის, მაკა ჩიჩუას სიძე, მინდია გოგოჭურიც.
შსს-ს ჯოხაძის დაკავების შესახებ ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გაუვრცელებია.