მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­გან­გე­ბო გან­ც­ხა­დე­ბა
ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?
„პატ­რი­ო­ტე­ბი“ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ასა­ჩივ­რე­ბენ
დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ITV-ის მე­დი­აკ­ლუბ­ში
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი17°-28°
  ქუთაისი19°-32°
  ბათუმი22°-27°
„იაპონჩიკის“ მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ილია სიმონიაა

20:20 12.07.2012
[ნინო ხუნდაძე]

რუსეთის კრიმინალური სამყაროს „პატრიარქად“ წოდებული ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე „იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა, რაც „იაპონჩიკის“ სიკვდილის შემდეგ , შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის განახლების საფუძველი შეიძლება გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვში ტიუმენის კოლონიიდან უკვე ჩაიყვანეს ივანკოვის მოსისხლე მტერი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ქართველი ილია სიმონია, მეტსახელად „მახო“. მას მოსკოველი გამომძიებლები დაკითხავენ.  გარდა ამისა, „მახოს“ გენეტიკური ექსპერტიზისთვის ოფლისა და ნერწყვის სინჯებს აუღებენ.

ილია სიმონია „იაპონჩიკზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი თავიდანვე იყო, - მას შემდეგ, რაც  2009 წლის 28 ივლისს ივანკოვს ქილერმა ტყვია მუცელში ესროლა. ივანკოვი ამ დროს რესტორან „ტაისკი სლონ“-იდან გამოდიოდა.~

საქმე იმაშია, რომ „მახოსა“ და „იაპონჩიკს“ შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან, ქალაქ ტულუნის კოლონიაში ყოფნისას დაიძაბა. ამის გამო კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ  ივანკოვის უახლოესი „თანამებრძოლი“ - ასლან უსოიანი, იგივე „დედ ჰასანი“ და ასევე ქართული წარმოშობის ქურდი ტარიელ ონიანი - „ტარო“.

2010 წელს, დაკავების შემდეგ, „მახო“, „იაპონჩიკის“ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკითხეს, მაგრამ ე.წ. ქურდული წესებიდან გამომდინარე,  გამოძიებამ მისგან პასუხი ვერაფერზე მიიღო. გამომძიებლებმა მაშინ ვერც  ოფლისა და ნერწყვის სინჯები აიღეს, რათა დანაშაულის ადგილზე მოპოვებული მასალისთვის შეედარებინათ.

თავად ქურდულმა სამყარომ,  „იაპონჩიკის“ მკვლელობაში, ეჭვი, მაშინვე ტარიელ ონიანზე მიიტანა და „ტაროს“ „სასიკვდილო განაჩენიც“  გამოუტანეს. მაშინ ონიანი იზოლატორ „მატროსსკაია ტიშინაში“ იმყოფებოდა, სადაც ქურდებმა წერილი გაგზავნეს და თავისიანებს შეატყობინეს, რომ მათთან მყოფი ონიანი „მოკვეთილია“ და მას  „შესაბამისად“ უნდა მოქცეოდნენ.

გზავნილი ციხის ადმინისტრაციას ჩაუვარდა ხელთ, თუმცა მისი შინაარსი ყველა დაინტერესებული პირისათვის მაინც ცნობილი გახდა - წერს რუსული მედია. „იაპონჩიკის“ სიკვდილიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კი, ტვერსკაიაზე, ქილერმა, სნაიპერის შაშხანიდან თავად ასლან უსოიანს - „დედ ჰასანს“ ესროლა, მაგრამ მაშინ ის გადარჩა.

ამ მომენტების გათვალისწინებით, გამოძიება ფიქრობს, რომ ყველა საფუძველი აქვს სიმონიასთავის ბრალის წასაყენებლად, რადგან „მახოს“ ჰქონდა მოტივი: სწორედ „იაპონჩიკი“ იყო ინიციატორი, რომ მისთვის „კანონიერი ქურდის“ წოდება ჩამოერთვათ. ასევე, ივანკოვს არ მოსწონდა, რომ პირველი სასაჯელი სიმონიამ დაქირავებული მკვლელის როლის შსრულების გამო მოიხადა და რაც მთავარია, თვალში არ მოსდიოდა კიდევ იმიტომ, რომ „მახო“, თავის დროზე, კომკავშირის წევრი იყო.

თანაც, სიმონია 2010 წლის სექტემბერში სწორედ იმ ადგილზე დააკავეს, სადაც ივანკოვზე თავდასხმა მოხდა. გამოძიება აპირებს, საბოლოოდ გაარკვიოს „იაპონჩიკის“ მკვლელობის ისტორია. თუ „მახო“ ექსპერტიზისათვის საჭირო სინჯების აღებაზე კვლავ უარს იტყვის, გამომძიებელი ამას სხვა მეთოდებით გააკეთებს.


ვიდეო

ბეჭდვა  
კომენტარები:
ეგზორცისტი2012-07-13 08:09:27
ილია სიმონია....
ან გვარი რომელია, ან სახელი?
:D:D:D:

2012-07-13 09:37:13
შეაგროვეთ რუსებო ნაგავი

კუ2012-07-13 10:43:03
კრიმინალური საქართველო რუსეთშია

სტატუს ქუო2012-07-13 13:08:37
ეგზორცისტს---სიმონია ნაღდი ქართული გვარია,მეგრული,რა შენ არ მოგწონს? აბა სომხური რო იყოს მოგეწონება ალბათ...

კაკო2012-07-13 14:53:58
ქურდების დდშვც ყველგან სადაც არ უნდა იყვნენ!!!!!

ზურა2012-07-13 15:32:44
კაკო შენნაირებს მიეზღვევა :))

2012-07-15 11:45:48
შთაგონებული სახე აქვს, ზურა რა იყო შენც ეგეთი შთაგონებულ-ტუპოი როჟის პატრონი ხარ, როგორც ეს სიმონიაა, თუ ჩემი ფეხები, ისე ჯობდა ქართველი არ ყოფილიყო, ასეთი მამიმახებია საქართველოს რომ არცხვენს, ისე მაგათი ადგილი რუსეთშია და თანაც ციხეში, მოსტყ პატრონი

კოკა2012-07-16 00:59:27
მახოხია მთელი ცხოვრებაა რუსეთსშია და საქართველოში 5-ჯერ თუ იქნება ნამყოფი ისიც მშობლების სანახავად ვინც მაგაზე ცუდი თქვით თქვენნაირების ხელით მოკვდება..... და თქვენ სახელებს წინ *ასო* უნდა ეწეროს გვარი კიარა

სტატუს ქუო2012-07-16 16:49:06
ეს კაცი იაპონჩიკია უნახავოუვიცო

Gიორგი772012-07-18 13:54:43
ნეტავი უფრო საინტერესო არაფერი ხდება ჯურნალისტო? დავიჯერო არსებობს ვინმე ვისაც აინტერესებს ვინ მოკლა და ვის ესროლეს? თუ არ გევასებათ რათ ლაპარაკობთ მათსე ასე ხშირად და რატომ უნარჩუნებთ ქურდის სახელს? რათ უკეთებთ რეკლამებს? აკი წარსულიაო?...

11112012-08-25 08:21:25
სდსა

11112012-08-25 09:52:28
მალე წავა თქვენი დრო და მერე შეძვრებით ვირთხებივით სოროებში ვირთხები ხართ ისედაჩ

vivian2012-10-01 23:21:57
hi
იმედი მაქვს არ იქნება განაწყენებული მიღებით ჩემი გაგზავნა, მე ათვალიერებს ამ საიტზე ვნახე თქვენი პროფილის და გადაწყვიტა ვარდნა პატარა შენიშვნა თქვენთვის, ითხოვს
მეგობრობის თქვენგან, პირველ რიგში
ჩემი სახელი არის ვივიან, ვარ ლამაზი ახალგაზრდა ქალბატონს და ვგრძნობ, როგორიცაა საკონტაკტო თქვენ სერიოზული მეგობრობისათვის, მოხარული ვიქნები, თუ თქვენ გამომიგზავნოთ E გვერდის სწორედ ამ ელ ფოსტის მისამართი (vivianhakam@live.com) მე გამოგიგზავნით ჩემი სურათები და გითხრათ უფრო მეტი მე შენი ბედნიერება ჩემია ასევე, იმედი თქვენი დადებითი პასუხი, მადლობა
========================================= ==================

Hi
i hope you will not be offended by receiving my message,i was browsing on this site i saw your profile and decided to drop a little note for you,requesting for friendship from you,firstly
My name is Vivian,am a nice young lady and i feel like contacting you for a serious friendship,i will be glad if you send me an E mail on this very E mail address(vivianhakam@live.com)I will send you my pictures and tell you more about me for your happiness is mine also,Hope your positive response,thanks

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
2. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
3. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
4. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
5. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
6. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
7. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
8. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
9. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
10. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: ბო­რი­ა, იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962