მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

რა­ტომ არ ეხ­მა­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ გურ­ჯა­ა­ნე­ლებს?
გვიშ­ვე­ლეთ!!!-17 მა­ისს დარ­ბე­ულ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო
სა­მე­ბის ტაძ­რის მოძ­ღ­ვა­რი ბილ­წ­სიტ­ყ­ვა­ო­ბას უარ­ყოფს
პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ე­რი ლა ტრო­ფე­ში – კო­მე­დი შოუ
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი11°-23°
  ქუთაისი16°-28°
  ბათუმი13°-22°
რატომ გადადგა გერმანიის კონტრდაზვერვის შეფი?

ჰაინც ფრომი
13:48 06.07.2012
[ფრიდონ დოჩია]

გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი, 63 წლის ჰაინც ფრომი გადადგომა მისივე უწყების მიერვე წარმოებულ  ერთ–ერთი ნეოფაშისტური დაჯგუფების საქმიანობის გამოძიებას უკავშირდება.

მიიჩნევა, რომ ამ დაჯგუფების მსხვერპლი გახდა, როგორც მინიმუმ ათი კაცი მაინც, რომელთა უმრავლესობას თურქეთიდან იმიგრანტები შეადგენენ.

მკვლელობები,  2000 წლიდან დაწყებული, შვიდი წლის მანძილზე ხდებოდა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ფრომი გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომელიც კონტრდაზვერვის საკითხებითაა დაკავებული.

ის გრანდიზული სკანდალი კი, რის გამოც ფრომი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, გასულ კვირას განვითარდა. როგორც გამოირკვა, უწყების თანამშრომლებმა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაანადგურეს, რაც ჯგუფის საქმიანობას უკავშირდებოდა.

თანამდებობის დატოვების შესახებ ფრომმა საქმის კურსში ჩააყენა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰანს–პეტერ ფრიდრიხი.

მან მისი ქვეშევდრომის გადადგომას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ ის ისევე როგორც მე ღრმად შეშთოთებულია იმით, რომ მოქალაქეებმა დოკუმენტების განადგურებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო საშინაო დაზვერვის სამსახურისადმი ნდობა დაკარგეს“.

პირველად ინფორმაცია ნეონაცისტური დაჯგუფების შესახებ, რომელიც საკუთარ თავს „ნაციონალურ სოციალისტურ იატაკქვეშეთს“ უწოდებდა, პრესაში 2011 წლის დეკემბერში გაჩნდა.  გამოძიების ვერსიით, მათ 10 მკვლელობა მაინც ჰქონდათ ჩადენილი.

ეს მოხდა მაშინ, როცა ამ ჯგუფის სამი წევრიდან ორმა  ჯგუფური თვითმკვლელობა მოახდინა, ხოლო მესამე, ბეატე ცშეპპე, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ცვიკკაუში ბინას ქირაობდა, ამის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.

მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა  განაცხადა, რომ ეს გერმანიის კონსტიტუციის დაცვის პოლიციის ფედერალური სამსახურის სერიოზული შეცდომაა.

 მანვე ასევე „ნაციონალური სოციალისტური იატაკქვეშეთის“ აქციის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს პატიება სთხოვა. მსხვერპლთა შორის 8 თურქული წარმოშობის მეწარმე იყო, ერთი ბერძენი და ერთი კიდევ პოლიციის თანამშრომელი.

ამას გარდა შვიდწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჯგუფმა ასევე ორი აფეთქება მოახდინა, რის შედეგად 20 კაცი დაზარალდა და ასევე მათვე დაახლობით ათჯერ ბანკებიც დააყაჩაღეს.

ფედერალური სამსახურის პრესტიჟს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა გასულ კვირას გახმაურებულმა ფაქტმა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უწყების თანამშრომლებმა გაანადგურეს დოკუმენტები, რომლებშიც  შეეხებოდა ულტრამემარჯვენეთა წრეებში ჩანერგილი ინფორმატორების მიერ მიწოდებულ უმნიშვნელოვანეს ცნობებს.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-07-06 14:22:40
გადადგომასაც ვაჟკაცობა სჭირდება.

2012-07-06 15:54:49
გადადგეს მერე ბიძინა კგბს რიგებიდან

2012-07-06 17:16:24
ეე ბიძო ვერ გააცოცხლებს კვანტრიშვილს ამიტომ ბიძინა კგბ-ს ხელშია ჩაჭედილი,თუმცა ერთ-ერთი იმათგანიცაა.

vivian2012-10-01 23:22:03
hi
იმედი მაქვს არ იქნება განაწყენებული მიღებით ჩემი გაგზავნა, მე ათვალიერებს ამ საიტზე ვნახე თქვენი პროფილის და გადაწყვიტა ვარდნა პატარა შენიშვნა თქვენთვის, ითხოვს
მეგობრობის თქვენგან, პირველ რიგში
ჩემი სახელი არის ვივიან, ვარ ლამაზი ახალგაზრდა ქალბატონს და ვგრძნობ, როგორიცაა საკონტაკტო თქვენ სერიოზული მეგობრობისათვის, მოხარული ვიქნები, თუ თქვენ გამომიგზავნოთ E გვერდის სწორედ ამ ელ ფოსტის მისამართი (vivianhakam@live.com) მე გამოგიგზავნით ჩემი სურათები და გითხრათ უფრო მეტი მე შენი ბედნიერება ჩემია ასევე, იმედი თქვენი დადებითი პასუხი, მადლობა
========================================= ==================

Hi
i hope you will not be offended by receiving my message,i was browsing on this site i saw your profile and decided to drop a little note for you,requesting for friendship from you,firstly
My name is Vivian,am a nice young lady and i feel like contacting you for a serious friendship,i will be glad if you send me an E mail on this very E mail address(vivianhakam@live.com)I will send you my pictures and tell you more about me for your happiness is mine also,Hope your positive response,thanks

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
3. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
4. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
5. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
6. სააკაშვილის დიპლომატიამ გაჭრა - ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს
7. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
8. „ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი უნდა დაისაჯოს“
9. "მხარს ვუჭერთ იმას, რომ ვინც ძალადობაზე იყო პაუხისმგებელი, პასუხი აგოს"
10. მეუფე იაკობის განცხადებამ, დაპირისპირება გამოიწვია
ბლოგები
ლა­ზა­რეს შა­ბა­თი - ქე­ბაჲ და დი­დე­ბაჲ ქარ­თუ­ლი­სა ენი­საჲ
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962