მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გა­დას­ცა თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ღეს­ტ­ნე­ლი მო­ჯა­ჰე­დი რუ­სეთს?
რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ?
„ი­ვა­ნიშ­ვი­ლი VS წუ­ლუ­კი­ა­ნი“ - უწო­და თუ არა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რ­მა პრე­მი­ერს „ქონ­დ­რის კა­ცი“?
ვა­ნუ­ა­ტუ აფ­ხა­ზეთს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფოდ აღარ აღი­ა­რებს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი11°-22°
  ქუთაისი16°-27°
  ბათუმი13°-22°
„კომერსანტი“: დუმბაძის მკვლელობა, ტარიელ ონიანის კლანს უკავშირდება

ტარიელ ონიანი
12:14 24.05.2012
[თეა ინასარიძე]

მოსკოვში მოკლულ  რომან დუმბაძეს, თბილისში, დღეს ჩამოასვენებენ. თბილისიდან კი ბათუმში გადაასვენებენ.

მოსკოვში მკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ, რომელთაგანაც საგამოძიებო კომიტეტი ჯერ განსაკუთრებულად არცერთს არ გამოყოფს, თუმცა ოფიციალურ და არაოფიციალურ დონეზეც, აპელირება კვლავ „ქართულ კვალზე“ ხდება.

იმისთვის, რომ დუმბაძის მკვლელობაში საქართველოს ხელისუფლება და ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულოს, მოსკოვი მისთვის საკმაოდ დამამცირებელ ნაბიჯზე წავიდა: შუა მოსკოვში, დღისით, მზისით ჩადენილ მკვლელობას „ქართველ აგენტებს“ უკავშირებენ და თან დასძენენ, რომ რუსეთი სავსეა სააკაშვილის ჯაშუშებითა და ქილერებით, რომლებიც, გამოდის, რომ თავის ნებაზე ათამაშებენ პუტინის სპეცსამსახურებს, - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს „ქართველი აგენტები“ ჯერ ისე „გადაძვრნენ“ საზღვარზე, რომ რუსი მესაზღვრეები გონზეც არ არიან.

გამოძიების ამ ერთ-ერთ ვერსიას ზურგს უმაგრებენ რუსეთში მყოფი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული და მისი მოტრფიალე ქართველებიც, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ოპონირებით არიან დაკავებულები. დუმბაძის მკვლელობის შესახებ საუბრისას,  ისინი რუსულ მედიაში ექსპერტების სტატუსით წარმოჩინდებიან. ასე, მაგალითად, თენგიზ კიტოვანი და ვლადიმერ ხომერიკი ამტკიცებენ, რომ ყოფილი გენერალი სააკაშვილმა მოკლა და რომ „ქართული დაზვერვა რუსი ქილერების მომსახურებით სარგებლობს“.

თუმცა, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება მაინც სვამს კითხვას, - თუკი საქართველოს ხელისუფლებას დუმბაძის სიკვდილი სურდა, ამის გაკეთება მას გაცილებით ადრე და ბევრად ნაკლები სირთულეების გარეშე შეეძლო, როცა დუმბაძე ციხეში მის ხელში იყო და არა ახლა, - რომ „მეამბოხე გენერალი ჯერ ციხიდან გაეშვათ, მერე კი მის მოსაკლავად ქილერები მოსკოვში გაეგზავნათ“.

ამ „ქართული კვალის“ ვერსიის პოპულარიზაციაში რუს გამომძიებლებს და მოსკოვში „მოღვაწე“ ქართველ ბიზნეს-პოლიტ-ოპოზიციას ზოგიერთმა რუსმა ექსპერტმაც აუბა მხარი. „ქართული კვალის“ განვრცობა საინტერესო მიმართულებით ხდება. მაგალითად, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის  წევრი გიორგი ფედოროვი ამბობს, რომ „ქართულ სპეცსამსახურებს რუსეთში დამხმარეები ჰყავთ, არის ფართო აგენტურული ქსელი. ან ამ ოპერაციაში მათ სხვა უცხოური სადაზვერვო სამსახურები დაეხმარნენ. სხვა შემთხვევაში ამის განხორციელება შეუძლებელი იყო“ - ციტირებს ფედოროვს „მოსკოვსკი კომსომოლეცი“.

ფედოროვი კრემლის საყვარელ თემატიკას ანვითარებს: მტერი საქართველო სხვა უცხოური მტერი სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან ერთად მოქმედებს. სხვათა შორის, ასეთი სქემა მაშინაც სახელდებოდა, როცა რუსეთში ოპოზიციური ტალღა აგორდა, რომლის დაფინანსებასაც „საზიზღარ ამერიკას“ მიაწერდნენ და მთელი რიგი სტატიები მიუძღვნეს თემას, თუ როგორ მიემართებოდა უცხოური ფული საქართველოს გავლით კრემლის წინააღმდეგ კამპანიის დასაფინანსებლად.

ქართველი ჯაშუშები შეეპარათ ქვეყანაში, მაგრამ ჯერჯერობით, ვერც იმას ახერხებენ, დუმბაძის მკვლელობის ყველაზე სარწმუნო ვერსია მაინც დაასახელონ.

ამ დრომდე განიხილება ზემოაღნიშნული „პროპაგანდისტული“ ვერსია, უბრალოდ, კრიმინალური ვერსია და ასევე გამოძიების მიერ დასახელებული „ქურდული“ ვერსია - „მოსკოვის აჭარის დიასპორაში გავლენების გადანაწილებისა და ერთმანეთისადმი კონკურენციაში მყოფი დანაშაულებრივი ეთნიკური დაჯგუფებების ბიზნეს-ინტერესების კონფლიქტი“. დუმბაძე ე.წ. კანონიერი ქურდების - „ტაროსა“ და „დედ ჰასანის“  კონკურენტი დაჯგუფებების ბიზნეს-ინტერესების დაპირისპირების მსხვერპლად დასახელდა.

გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ რომან დუმბაძის მკვლელობა უკავშირდება „გარდაცვლილის ბიზნესს და საქართველოდან წამოსული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან მის ურთიერთობას, კერძოდ, კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის (ტარო) კლანს.“
ბეჭდვა  
კომენტარები:
ღმერთო მოგვეც მშვიდო2012-05-24 12:51:59
ღმერთო მოგვეც მშვიდობა!
ვინატროთ სასწაული რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ, ღმერთი გვფარავდეს!

ფრთხილად ვანო!2012-05-24 13:39:32
რუსების მიერ რუსეთში არსებული ქართული სპეცსამსახურების პროპაგანდა არ იყოს საქართველოში რევანშული ტერაქტის გასამართლებელი საბუთი!
მითუმეტეს თუ რუსეთიც გრძნობს ოპერაცია "ჭორვილა" ფლავდება და მას დახმარება სჭირდება რომელიმე საქრთველოს მთავრობის მოხელის ან თვითონ პირველის ლიკვიდაციით, პირდაპირი გზით და არა ავიაკატასტროფის ინცინირებით როგორც კაჩინსკის დროს იყო.

ლევან2012-05-25 15:06:35
ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ტერაქტებისგან!
რუსი ,,ექსპერტების და გამომძიებლების" მიერ გაკეთებული განცხადებები წინაპირობაა მოსალოდნელი პროვოკაციებისა. ამაზე ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა სერიოზულად უნდა იმუშაონ, რათა არ მოხდეს რუსეთის მიერ მორიგი პროვოკაცია. არ არის გამორიცხული საქართველოში განახორციელონ ასეთი აქციები, რაც მათ არაერთხელ განუხორციელებიათ. მათი განცხადებიდან ჩანს, რომ მოსალოდნელია ქართველების (და არამარტო ქართველების) რუსეთში დაკავება ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის მიზეზით..

марина2012-05-28 16:16:55
ам дзаглебс кремлши киндерсюрпризеби ром кавт,,, криминали да бандити ертменетс тавзе ром ахиан магас вер укуребен, мтаавриа саакашвили гаамткунон. гамееба ар дзинавт еткоба.

მარკი2012-06-05 12:58:34
თეთრი ძაფით და უნიჭოდ შესრულებული მკვლელობა.

მარკი2012-06-05 13:00:31
რაში ჭირდებოდა ონიანს დუმბაძე ნეტავ.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
3. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
4. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
5. ასეთი იქნებოდა ბარბი რეალურ ცხოვრებაში
6. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
7. სააკაშვილის დიპლომატიამ გაჭრა - ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს
8. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
9. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
10. „ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი უნდა დაისაჯოს“
ბლოგები
ლა­ზა­რეს შა­ბა­თი - ქე­ბაჲ და დი­დე­ბაჲ ქარ­თუ­ლი­სა ენი­საჲ
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962