• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

ავღანეთში დაჭრილი ივერი ბუაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, ექიმების ინფორმაიით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

„ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების - სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება. უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გუშინ დაშავდა.