„მადლობა კომპანია „ნატახტარს“, რომ მხარში დამიდგა და სწავლის შესაძლებლობა მომცა!“ 26.03.2013 სიტყვა „ნატახტარი“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებში უკვე დადებით ემოციას იწვევს. ეს გასაკვირიც არ არის. კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში „ფონდი ნატახტარი“ დააფუძნა და საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება დაიწყო. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების პროცესში ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერითა და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.
ბრალდებები და პასუხები — აიკრძალება თუ არა საქართველოში სათამაშო ბიზნესი? 23.03.2013 “ძალიან მკვეთრად ნუ მივუდგებით. არ ემუქრება კაზინოებს დახურვა, ეს საკითხი არ განიხილება. თუმცა, ჩემი დამოკიდებულება ჩემს განცხადებებშიც მინიშნებული მქონდა. ამას კარგი განხილვა უნდა და ინვესტორებს და ბიზნესმენებს ანგარიშის გაწევა სჭირდება,” — პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება, კობა დავითაშვილის ინიციატივას მოჰყვა.
უპროცენტო განვადება "iPhone+"-ში 21.03.2013 "iPhone +"-ის მაღაზიათა ქსელსა და რესპუბლიკა ბანკს შორის მოლაპარაკებები უპროცენტო განვადების შესახებ წარმატებით დასრულდა. 21 მარტიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სასურველ საქონელზე გააფორმოს 6 თვიანი უპროცენტო განვადება და ამასთანავე საწყისი შენატანის გარეშე.
საქართველოს ბანკმა ბაზარზე დანერგა ყველაზე სწრაფი განვადების ტიპი – „SMS განვადება“ 20.03.2013 თბილისი, 20 მარტი, 2013 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, სრულიად ახლებური პროდუქტის – „SMS განვადების“ დანერგვის შესახებ განაცხადა. ბანკის მიერ წინასწარ დამტკიცებული „SMS განვადებით“ სარგებლობა შეუძლია ყველას ვინც ფლობს საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათს და მას, ვინც დაპორტირდება საქართველოს ბანკში. „SMS განვადებით“, მომხმარებელი ბაზარზე არსებული ყველა ტიპის განვადებაზე უფრო სწრაფად შეძლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას.