საქართველოს ბანკის მომხმარებელი ამიერიდან სრულიად ახალი ინტერნეტბანკით Express Online–ით ისარგებლებს 17.04.2013 თბილისი, 17 აპრილი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს წარადგინა სრულიად ახალი ინტერნეტბანკი Express Online–ი. Express Online–ი გამორჩეულია: დიზაინით, რომელსაც მომხმარებელი ირგებს საკუთარი საჭიროების მიხედვით; გამოყენების სიმარტივით; სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციებით; სისწრაფით და საერთაშორისო სტანდარტის საუკეთესო დაცულობით.
რესტორანი ,,ქვევრში’’, დღეს 6 საათზე საზეიმოდ გაიხსნება 15.04.2013 განახლებული რესტორანი ,,ქვევრში’’, დღეს 6 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. ქართული ტრადიციული სამზარეულო, არაჩვეულებრივი გარემო და ქართული ხალხური მუსიკა, ერისიონის მომღერლების შესრულებით, დღევანდელი საღამოდან თქვენს მოლოდინშია. რესტორანი გახსნასთან დაკავშირებით გეგმავს უამრავ სიურპრიზს.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „თელეთის ფერმა“ EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს 15.04.2013 12 აპრილს, „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებისგან შემდგარი ფართომასშტაბიანი დელეგაცია ეწვია. სტუმრებმა დაათვალიერეს ქარხანა და საწარმოო პროცესს გაეცნენ. ვიზიტის დასასრულს ევრობანკის წარმომადგენლებმა „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი „თელეთის ფერმა“ მოინახულეს და ჰოლდინგში გაწეული სამუშაოები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასეს.
რა უნდა ვიცოდეთ გაუფილტრავი ლუდის შესახებ 11.04.2013 ყველა ლუდის მოყვარულმა კარგად იცის რა არის გაუფილტრავი ლუდი და როგორ უნდა დავლიოთ იგი. ყველა ამ საქმის კარგი მცოდნე და ხშირად გამოცდილი ექსპერტია. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რა არასწორი წარმოდგენები შეიძლება არსებობდეს ჩვენს ლუდის მსმელებში, მოდით ერთად გავარკვიოთ და პასუხი გავცეთ რამდენიმე მარტივ შეკითხვას: