თურქეთის კურორტებზე ფასები იზრდება 21.06.2012 უმსხვილესი ტუროპერატორების ნაწილის ინფორმაციით, წლევანდელ ზაფხულში თურქეთის კურორტებზე დასვენება 10%–ით გაძვირდა. “ანტალია ტურში” აცხადებენ, ბოლო პერიოდში თურქული კურორტები ფასებს ზრდიან.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ატმის მწარმოებლებს შეხვდა 21.06.2012 სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივი ფერმერის ნოდარ რუსიშვილის 12 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ატმის ბაღი დაათვალიერა. მინისტრი ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებსაც შეხვდა და ატმის მოსასვლის დაბინავება-რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა.
ექსპერტებს ბანკების მიერ სესხების „მრავალჯერადი რესტრუქტურიზაციის“ არ სჯერათ 20.06.2012 ქართული ბანკები პრეზიდენტის ბრალდებებს არ ეთანხმებიან და სოციალური ფონის დამძიმებაში საკუთარ წვლილს უარყოფენ. შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილმა ბანკები მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში სერიოზული ანტისაბანკო გაწყობის ჩამოყალიბების საფრთხე არსებობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სალიზინგო კომპანია სს ,,თიბისი ლიზინგს” შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა 12.06.2012 11 ივნისს, თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სალიზინგო კომპანია სს ,,თიბისი ლიზინგს” შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანადგარების ლიზინგის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ,,სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო” ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ,,სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში სს ,,თიბისი ლიზინგთან” ერთად სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების ლიზინგის განხორციელებას იწყებს.
საქართველოს ბანკი ექსპრესების ქსელს კიდევ უფრო აფართოვებს 12.06.2012 თბილისი, 12 ივნისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, ექვსი ახალი ექსპრეს სერვისცენტრის გახსნის შესახებ. ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის ექსპრეს სერვისცენტრები, მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას, შემდეგ მისამართებზე შესთავაზებს: კალაუბნის ქ. #9-ში, თამარ მეფის გამზირი #11–ში, ქინძმარაულის შესახვევი #10-ში, გლდანის მასივი მე–6მკრ–ში 22 და 23-ე კორპუსის მიმდებარედ, მიცკევიჩის ქ. #29–ში და ახალციხეში თამარაშვილის ქ. 1–ში, სუპერმარკეტ „სმარტში“.
თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობა დაიწყო 08.06.2012 სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია,ოზურგეთის რაიონის სოფელ ოზურგეთში საკარანტინო მავნებლის - თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობას დაესწრო. მავნებლის გავრცელების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური ჯგუფი წამლობით ღონისძიებებსსპეციალური სამანქანო დანადგარებით ახორციელებს.