Carpet Cleaning Calgary
რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
18:28 24.03.2017
თიბისი ბანკის მობაილბანკმა Efma-ს და SAP-ის ორი ჯილდო მიიღო
უძრავი ქონება
12:52 01.02.2017
აქცია აქსისისგან 20/80 + 15%-მდე ფასდაკლება გრძელდება
ეკონომიკა
11:28 10.02.2017
პროდუქტების გაძვირებას საქსტატიც ადასტურებს - ფასებთან ერთად უმუშევართა არმიაც იზრდება
ბიზნესი
20:45 23.03.2017
„კასტელის“ კრიზისი - რატომ და რამდენად მოიშორა თემურ ჭყონიამ პრობლემური კომპანია?
სიახლეები
20:47 27.03.2017
ICT ტექნოლოგიების გამოყენებაზე საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“

16:40 29.01.2016
["პრესა.ჯი]

28 იანვარს გავრცელდა კომპანია „ტრანსფორდის“ მორიგი განცხადება ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიების მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით. წინა განცხადებებისაგან განსხვავებით, რომლებშიც  ძირითადი აქცენტი გამიზნულად საქმის განმხილველი მოსამართლის   დასაშანტაჟებლად კეთდებოდა, ამჯერად, მცდელობაა აბსურდული  ბრალდებებით ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს.

ყოველივე ამან უკვე კომიკური სახე მიიღო და ადასტურებს მოწინააღმდეგეების აგონიაში ყოფნას.  ადამიანურად გვესმის კიდეც მათი, რადგან  არ გააჩნიათ არანაირი არგუმენტი, რომელიც ჩვენს სიმართლეს უარყოფდა. ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის ნავმისადგომების იჯარის უფლების შეწყვეტა მოხდა შეითითხნილი დოკუმენტის საფუძველზე.  დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებს იმდენად სჯეროდათ დაუსჯელობის, რომ ყალბი დოკუმენტიც  ერთობ ზერელედ შექმნეს - იმაზეც კი არ იზრუნეს, რომ ყალბი დასკვნის ხელმომწერი უკრაინელი „ექსპერტებისთვის“ საზღვარგარეთული პასპორტები აეღოთ და საქართველოში ჩამოეყვანათ.

ეს ყოველივე მათ კარგად იციან, ხედავენ იმასაც, რომ დამარცხება გარდუვალია და უმწეობისგან სახე ბოლომდე დაკარგეს.  დავის ეთიკის ელემენტარული ნორმების დარღვევაა, როცა  სიყალბის გადაფარვას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედტაციით ცდილობ . ერთი მხრივ, ნაციონალების სიცრუის  სკივრიდან ხალხის „ძარცვის“ ყავლგასული თემის  ამოქექვა და, მეორე მხრივ, სხვა ქვეყანაში სხვა მხარეების მონაწილეობით მიმდინარე, ჯერაც დაუსრულებელი სამართალწარმოების ჩხარტიშვილის იმიჯის შესალახად გამოყენება იმას ჰგავს, ერთმანეთს რომ  სრულიად განსხვავებული ორი საგანი შეადარო, რომელთაგან ერთი ლურჯია, ხოლო მეორე თბილი.

აქაც ღრმად ცდებით. თქვენს შეფასებას თუ გამოვიყენებთ „ნიშანდობლივია, რომ კანონის უზენაესობის მქონე, დიდ ბრიტანეთში“ პატარკაციშვილებთან დასრულებულია  ერთი სასამართლო პროცესი და , თქვენდა სამწუხაროდ, იგი ვანო ჩხარტიშვილმა მოიგო. კერძოდ, ოჯახმა აღიარა, რომ ყველაზე ღირებული სადაო აქტივი- ყულევის ტერმინალი, ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებაა. ლონდონში მიმდინარე მეორე პროცესის პირველი ინსტანცია წავაგეთ, მაგრამ მას მეორე ინსტანციაში ვასაჩივრებთ. ამავე თემაზე დავა მიმდინარეობს ქართულ სასამართლოშიც და აქ ჩვენ  პირველი  ინსტანცია მოგებული გვაქვს. თუმცა,ყოველივე ამას არანაირი მიმართება არ აქვს თქვენთან  დავასთან, მაგრამ  სწორედ იმიტომ სცადეთ სრულიად სხვა საქმეზე უმწეო გადამისამართება, რომ ჩხარტიშვილის რეპუტაციის შელახვის მცდელობით, იქნებ როგორმე საქმის განმხილველ მოსამართლეზე იქონიოთ ზეგავლენა. სულ ტყუილად, რადგან საზოგადოებაც და სასამართლო კორპუსიც კარგად ხედავს სიცრუეს და სიყალბეს თქვენს ქმედებებსა და სიტყვებში.

 

იმედა დვალიძე,  ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი

ბეჭდვა  
კომენტარები:
აკიმი2016-02-01 10:56:22
იმედა გაანებე თავი ყაჩაღების დაცვას მათმა პასუხი უნდა აგონ ხალხისა და ღმერთის წინაშე.

2016-04-03 16:54:50
რა პატარა ბიჭი რამდენი გადაგიხადა ჩვენი ფულებიდან

აკო2016-04-30 13:35:25
ვერაფრით ვხვდები,თუ რატომ გვანან, ფიზიონომიებით, ქართველი ადვოკატები, მედუქნეებს და რკინიგზის ვაგზლების ,,ბუფეტჩიკებს,,))))))

2016-10-05 20:50:05
რამდენი წლის ხარ ბაბუ? თუ არ იცი, უფროსებს ჰკითხე ვანოს "კაიკაცობის" ამბავი და მერე გადმოაგდე ენა. უფროსებს ჰკითხე და გეტყვიან - "ბიზნესი" სხვისი ძარცვით როგორ ააწყო, როგორ მიითვისა სხვისი ანაბრები.

ნანიკო2016-10-11 01:37:29
სირცხვილია, ადამიანის წარსული არ იცი და ასე თავგამოდებით ამართლებ. ადვოკატის მოვალეობა სიმართლის დაცვაა და არა ნაძირლების საქმეების "გაპრავება". ჩხარტიშვილის ცოდვით ნაშოვნი ფულები შორს ვერ წაგიყვანს, არ შეგერგება,

შორენა2016-12-06 18:23:13
იმედა, დიდი ფული გადაიხადა ვანომ სასამართლოშიო, ასე 200 000-იო. ასე იგებ ბიჭო საქმეებს?

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



  ვალუტა
USD2.4455
EUR2.6573
GBP3.0794
RUB4.3079
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
სარეკლამო ადგილი - 81
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901