მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
პერსონა
20:39 01.05.2013
როგორ იტყუებიან "m-tour"-ში?
მეწარმე
14:20 05.12.2011
Nike - კომპანია, რომელმაც ლოგო 35 დოლარად იყიდა
ბანკები
14:44 20.05.2013
ყველაზე მასშტაბური შეთავაზება ონლაინშოპინგისთვის:
უძრავი ქონება
13:53 15.03.2013
საცხოვრებელი კომპლექსი „m2 იპოდრომთან”: ასაშენებელი 9 კორპუსიდან 7 კორპუსის კარკასი აშენებული და გადახურულია
ეკონომიკა
12:28 10.03.2013
უმსხვილესი ამერიკული ბანკი საქართველოზე შემაშფოთებელ პროგნოზს აქვეყნებს
ბიზნესი
16:28 16.05.2013
Iphone+ საზაფხულო შემოთავაზება
სიახლეები
16:22 07.05.2013
2020 წლის ტურისტული გეგმის ფარგლებში, ვიზების გაცემის პირობები მარტივდება.
კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის ლიდერი ჩინური კომპანია ხდება
15:11 16.07.2012

მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, Lenovo Group Ltd წელს პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მოცულობით Hewlett-Packard Co–სთვის პირველობის ჩამორთმევას გეგმავს. ამასთან, Lenovo აპირებს ტექნოლოგიური პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე პირველი ლიდერი ჩინური კომპანია გახდეს.

Reuters–ის ექსპერტების შეფასებით, ბოლო დროს კომპიუტერების მწარმოებელი ჩინური კომპანიები მსოფლიო ბაზარზე აგრესიული საფასო პოლიტიკის, უცხოური შენაძენებისა და სწრაფად მზარდი შიდა ბაზრის წყალობით წარმატებებს აღწევენ. 2012 წლის მეორე კვარტალში Lenovo–ს საბაზრო წილი 14,9%–ს აღწევდა და Hewlett-Packard–ს მხოლოდ 0,6%–ით ჩამოუვარდებოდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, Lenovo–ს სწრაფი ზრდა მოხდა პერსონალური კომპიუტერების ბაზრის საერთო შემცირების და პლანშეტების მხრიდან საგრძნობი კონკურენციის ფონზე. „მხოლოდ დროის საკითხია, როდის გახდება Lenovo ნომერ პირველი, და არ იქნება გასაკვირი, თუ ეს წლის ბოლოს მოხდება,“ – მიიჩნევს Avant Capital Management–ის აღმასრულებელი დირექტორი ფრედერიკ ვონგი.

Lenovo–მ გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა მის მიერ გერმანული კომპანია Medion–ის შეძენისა და იაპონურ NEC Corp–თან ერთად საერთო საწარმოს შექმნის შემდეგ. გარდა ამისა, ჩინური კომპანიის შენაძენებს შორისაა IBM Corp–ის პერსონალური კომპიუტერების ბიზნესი, რომელიც მან 2005 წელს იყიდა. მიმდინარე წელს Lenovo–ს აქციები თითქმის 16%–ით გაიზარდა იმ დროს, როდესაც მისი კონკურენტების – HP–ის, Dell Inc–ისა და Acer Inc–ის ფასიანი ქაღალდები გაიაფდა.
  ვალუტა
USD1.636
EUR2.1049
GBP2.4938
RUB5.2113
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962