|
15:10 16.07.2012
იტალიამ შესაძლოა ევროზონა საბერძნეთზე ადრე დატოვოს. პროგნოზს საბანკო გიგანტ „მერილ ლინჩის“ ანალიტიკოსები აკეთებენ. მათი განმარტებით, ევროკავშირის სიდიდით მესამე ეკონომიკას ათენზე გაცილებით ბევრი მიზეზი აქვს სავალუტო კავშირის დასატოვებლად.
„მერილ ლინჩის“ ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ იტალიისთვის შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი ევროზინიდან კონტროლირებადი გასვლა იქნება. მათი განმარტებით, ნაციონალურ ვალუტაზე დაბრუნება ქვეყანას ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების და კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ: 2011 წელს იტალიის საბიუჯეტო დეფიციტმა 120% შეადგინა. წელს მთავრობამ ჯამში საბიუჯეტო ხარჯების 40 მილიარდამდე შემცირება დაამტკიცა, რასაც სასურველი შედეგები ჯერჯერობით არ მოაქვს.
|