|
13:11 11.07.2012
საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ისრაელის დელეგაცია ესტუმრა. მათ ინვესტიციების ჩადება ტურიზმის სფეროში სურთ და ამ მიზნით პირველ კაპიტალს სასტუმრო „რაქსოსა“ და „არტ ჰოტელის“ მშენებლობაში დააბანდებენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბიზნეს დელეგაციასა და ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„ისრაელის ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ტურისტების ზრდის მხრივ. ამასთანავე იზრდება ინვესტიციებიც ისრაელიდან, “ – განაცხადა ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა, მაია სიდამონიძემ.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ ბოშემ განაცხადა, რომ „საქართველოში ისრაელიდან ყოველწლიუად არის 50%–იან ზრდა ტურიზმში. მისივე განმარტებით, წელს საქართველოში 500–მდე სასტუმრო ოთახის აშენება დაიწყება.
internet.ge
|