|
11:20 08.06.2012
საქართველოს მთავრობა შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ცდილობს. დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დაესწრება. პროექტის სლოგანია "შემოიარე საქართველო" და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება.
შეხვედრაზე ასევე გაიმართება "ზაფხულის ტურისტული კალენდრის" პრეზენტაცია, სადაც დატანილია 8 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი ტურისტული აქტივობები.
|