მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
პერსონა
20:39 01.05.2013
როგორ იტყუებიან "m-tour"-ში?
მეწარმე
14:20 05.12.2011
Nike - კომპანია, რომელმაც ლოგო 35 დოლარად იყიდა
ბანკები
20:51 07.06.2013
სასარგებლო სიახლე ბანკ „რესპუბლიკის“ საზაფხულო მენიუში
უძრავი ქონება
13:53 15.03.2013
საცხოვრებელი კომპლექსი „m2 იპოდრომთან”: ასაშენებელი 9 კორპუსიდან 7 კორპუსის კარკასი აშენებული და გადახურულია
ეკონომიკა
16:13 04.06.2013
გაჩერებული მშენებლობები (ვიდეო)
ბიზნესი
11:15 14.06.2013
ლუდის ბრენდებს შორის თბილისში ,,ზედაზენი’’ ყველაზე გაყიდვადია
სიახლეები
17:49 18.06.2013
ოთხ დევნილ სტუდენტის სწავლას „ქართული ლუდის კომპანია“ დააფინანსებს
უკრაინელი ექსპერტი: უკრაინის მოსახლეობის ნახევარს ქვეყანაში „ევრო 2012“–ის ჩატარების იდეა არ მოსწონს
18:35 07.06.2012

„კორუფციამ ეს კარგი იდეა იმსხვერპლა“

commersant.ge

საფეხბურთო სამყარო მასშტაბური მოვლენისთვის ემზადება: ევროპის ჩემპიონატი 8 ივნისს ვარშავაში საზეიმოდ გაიხსნება. ცერემონიალი პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩამდე 20 წუთით ადრე დაიწყება და ის 12 წუთს გასტანს. ევრო 2012–ის გახსნის სპეციალური სტუმარი უნგრელი პიანისტი ადამ გიორგი იქნება. ცერემონიალში ასევე მიიღებს მონაწილეობას 63 ქვეყნის 800–ზე მეტი ქორეოგრაფი.

უკრაინამ და პოლონეთმა ევრო 2012 –ის მომზადებისთვის 40 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

უკრაინის ვიცე–პრემიერის ბორის კოლესნიკოვის განცხადებით, უკრაინამ 55 მილიონი დოლარი პერსონალის მომზადებასა და ტურნირის ინფორმაციული და სარეკლამო მხარდაჭერისთვის დახარჯა.

კოლენსიკოვის ინფორმაციით, ტურნირისთვის მომზადება უკრაინას 5 მილიარდზე მეტი დაუჯდა. აღნიშნული სახსრები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტებისა და გზების კეთილმოწყობას მოხმარდა.

პოლონეთმა თავის მხრივ, "ევრო 2012"–ს მომზადებაში 34 მილიარდი დოლარი დახარჯა.

უკრაინაში ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას 1 მილიონი ტურისტი ჩავა, ხოლო ჩემპიონატის გახსნას ტელევიზიით თვალს 150 მილიონი ადამიანი მიადევნებს.

,,ყველა სამუშაო შესრულებულია, ბოლო მონაცემებით, ევრო 2012–ის მომზადებისთვის 23 მილიარდი ევრო დაიხარჯა,” – განაცხადა რუსეთში პოლონეთის ელჩმა.

უკრაინელი ექსპერტის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, უკრაინელთა 50% ქვეყანაში „ევრო 2012“–ის გამართვის იდეას არ ემხრობა, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ღონისძიების მოწყობაში ჩადებული თანხები არაეფექტურად დაიხარჯა. „თანხების ხარჯვისას ხდებოდა „ატკატები,“ ადგილი ჰქონდა კორუფციას. შედეგად არაერთი ობიექტი უხარისხოდ აშენდა და ამის ნიშნები უკვე ჩანს. რა თქმა უნდა, ამ მოვლენას დადებითი მხარეებიც აქვს – გაიხსნა ახალი აეროპორტები, მოწესრიგდა გზები, კეთილმოეწყო სასტუმროები, და ზოგადად, ქვეყანას უფრო ევროპული იერსახე მიეცა. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ძვირი დაჯდა. კორუფციამ ეს კარგი იდეა იმსხვერპლა,“ – განუცხადა commersant.ge–ს კაპანაძემ.
  ვალუტა
USD1.6478
EUR2.2062
GBP2.5749
RUB5.1301
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962