• თბილისი
  • 17°C
  • 23 აპრილი, 2018
article

საქართველოს ბანკი პერსონიფიცირებულ მომსახურებაზე გადადის

თბილისი, 13 აპრილი, 2018 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  საბანკო მომსახურების „მეტი ურთიერთობის“ მოდელის დანერგვის შემდგომ, მომსახურების ახალ - პერსონიფიცირებულსაფეხურზე გადასვლის შესახებ განაცხადა. 

პერსონიფიცირებული მომსახურება მომხმარებლის ეპიცენტრში ყოფნას მოიაზრებს და ბანკის ახალი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. პერსონიფიცირებული საბანკო მომსახურების მოდელის დანერგვასთან ერთად პერსონიფიცირებულიგახდა ბანკის ლოგო. შესაბამისად, დღეიდან, მომხმარებელს საქართველოსბანკის ლოგოს ადგილას სახელობითი ლოგო დახვდება. მობილბანკით(mBank), ინტერნეტბანკით (iBank), თვითმომსახურების ტერმინალით თუ სხვა ელექტრონული არხებით სარგებლობისას,ბანკის ლოგოტიპი შეიცვლებამომხმარებლის სახელობითი ლოგოტიპით. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სურვილისამებრ აიღოს პლასტიკური ბარათი ბანკისსახელობითი ლოგოტიპით. ამასთან, მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში საკუთარ სახელს დააფიქსირებს ზუსტადისეთი ფორმულირებით, როგორც მას სურს. ამრიგად, ბანკის სახელობით ლოგოტიპზეაღნიშნული იქნება, მაგალითისთვის- „ნინის ბანკი“, „გოგას ბანკი“ და ა.შ.

„საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ბანკმაგასულ წელს დანერგა მომსახურების უახლესი მოდელი, რომელიც მომხმარებელთან კიდევ უფრო „მეტ ურთიერთობას“ გულისხმობს. დღევანდელი სიახლეც სწორედ ამ მიდგომის ნაწილია, რაც ჩვენი მომხმარებლისეპიცენტრში ყოფნას და  მომსახურების ინდივიდუალურმიდგომას გულისხმობს. ჩვენ საქართველოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით.შესაბამისად, თითოეული მათგანის სურვილები და მიზნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქართველოს ბანკი გახდეს კიდევ უფრო მეტადპერსონიფიცირებული ბანკი თითოეული მომხმარებლის ჭრილში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ბანკიკიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.