• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

„გლდანის შაურმას“ მექსიკური სამზარეულო დაემატა

დღეს გლდანში, ვასაძის ქუჩაზე „გლდანის შაურმის“ ახალი, ულტრათანამედროვე ფილიალი გაიხსნა.

ახალი ფილიალი შაურმის მოყვარულებს სთავაზობს მექსიკიდან მოწვეული შეფმზარეულების მიერ მომზადებული უგემრიელესი, ნამდვილი მექსიკური კერძების დაგემოვნებას.

ამიერიდან, „გლდანის შაურმის“ ახალ ფილიალში შეძლებთ გასინჯოთ მექსიკური ბურიტო, ტაკოს, პამბაზოს და ფახიტასი, ხოლო 10 დღეში მექსიკური სამზარეულოს  დაგემოვნებას საბურთალოს ფილიალშიც შეძლებთ. 

მექსიკური კერძები ეტაპობრივად ყველა ობიექტზე ჩაეშვება გაყიდვაში.  

მიმდინარე წელს, კომპანია რებრენდინგის ფარგლებში ყველა ობიექტის ახალ სტანდარტებზე გარდაქმნას გეგმავს, ასევე ემატება სპეციალური შიდა საკურიერო მომსახურების და ხაზი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ისარგებლოს მოქნილი და სწრაფი ადგილზე მიტანის სერვისით.