• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

ფინკა ბანკი დაინტერესებული პირებისთვის ეფექტური გაყიდვების ტრენინგებს იწყებს

ფინკა ბანკი იწყებს ეფექტური გაყიდვების ტრენინგებს „გახდი გაყიდვების პროფესიონალი“. 2 დღიანი ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ტრენინგები საქართველოს 5 ქალაქში თბილისში, სენაკში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.  

„ჩვენი მიზანია მოვძებნოთ და აღმოვაჩინოთ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ გაყიდვების სფერო, არიან მოტივირებულები და ეძებენ სიახლეებს. ფინკა ბანკის ტრენერები ტრენინგის მონაწილეებს ინოვაციური და განსხვავებული მეთოდებით შეასწავლიან გაყიდვების ტექნიკებს. მთელი ტრენინგი აგებულია პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებზე. ხაზგასასმელია, რომ ტრენინგის მონაწილეები შეიძენენ ახალ უნარებსა და ცოდნას. გარმორჩეულ მონაწილეებს შევთავაზებთ საკრედიტო ოფიცრის 3 თვიან სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით“ - ამბობს ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლელა თოფურია.

ტრენინგზე განაცხადის გამოგზავნა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოს ყველა ქალაქიდან, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 2017 წელი.

დაინტერესებული პირები სააპლიკაციო ფორმას ნახავენ www.finca.ge-ზე, ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, აპლიკანტთა შერჩევა მოხდება სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიც არის მაგ: სამოტივაციო წერილი, სტაჟირების გავლის სურვილი და სხვა.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიადტებს გაუკეთდებათ საკრედიტო ოფიცრების სტაჟირების პროგრამაზე შეთავაზება და შემდგომ რეალური შანსი ექნებათ დასაქმდნენ ფინკა ბანკში.

ფინკა ბანკის 2 დღიანი უფასო ტრენინგი 11 დეკემბერს თბილისში დაიწყება.