• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

მიიღე #შენიბარათი საჩუქრებთან ერთად

მორიგი სიახლე სტუდენტებისთვის თიბისისგან. ყველა სტუდენტი, ვინც 11 ოქტომბრიდან შეუკვეთავს ბარათს, საჩუქრად მიიღებს მაისურს, რომლის დიზაინსაც თავად შეარჩევს. ასევე უკვე შეგიძლიათ მიიღოთ სტიკერების ახალი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სახალისო სეტი, რომელიც ბარათებს მოყვება. 

კიდევ ერთი სიახლე სტუდენტებისთვის: უკვე შესაძლებელია ბარათი თი-ბოტს შეუკვეთოთ და ფილიალში მხოლოდ მის წამოსაღებად მიხვიდეთ. რაც შეეხება მაისურს, მას დამზადებისთანავე, კურიერი თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგიტანთ. ბარათის დისტანციურად შესაკვეთად საჭიროა, Facebook Messenger-ში  მოძებნოთ თი-ბოტი და მისწეროთ, რომ #შენიბარათის შეკვეთა გინდათ. ბარათის გააქტიურების შემდეგ კი, შეგიძლიათ, ასევე, თის მოსთხოვოთ კუთვნილი საჩუქარი. 

#შენიბარათი სრულიად უფასოა და გამოიყენება ყველგან, სადაც გადახდის ტერმინალებია. ბარათის მფლობელები სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით და შეუძლიათ ერთგულის ქულების დაგროვება და დახარჯვა.