• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2017
article

10 ლარით მოგებული 2017 წლის Toyota RAV4 – adjarabet.com

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა. 

სამაგიდო გრანპრის აქციის ფარგლებში 8 კვირის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათს თამაშდება ფულადი პრიზები და უახლესი Toyota RAV4.

 გათამაშების ბილეთების დაგროვება შესაძლებელია ნარდის, დომინოს, ბურასა და იაპონური ჯოკერის ქეშ მაგიდებზე. თითოეულ მოთამაშეს შეუძლია მაქსიმუმ 220 ბილეთის დაგროვება. 

გათამაშების ფარგლებში უკვე გამოვლენილია 15 იღბლიანი გამარჯვებული, 12 მათგანს გადაეცათ ფულადი პრიზები, სამი კი Toyota RAV4-ის მფლობელი გახდა. კუთვნილი მანქანების გადასაფორმებლად გამარჯვებულები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ უკან კი უკვე ახალი Toyota RAV4-ით დაბრუნდნენ - ფოთში, ქუთაისში და მცხეთაში. 

რა რეაქცია გქონდათროცა გაიგეთ რომ მანქანა მოიგეთ?

ნანი: ჩემი ემოციები არ იკითხოთ. სულ მთლად გადავირიე. ჩემმა ძმიშვილმა რომ დამირეკა და მითხრა, არც ვუჯერებდი. მერე ჩემს ბიჭს დაურეკა მისმა მეგობარმა, შენი დის ხმა იყო აშკარად ტელევიზორში, მანქანა მოიგეთო. გადარეულები ვიყავით მთელი ოჯახი.

შალვა: პირველ გათამაშებაში სულ რაღაც 9 ბილეთი გვქონდა, ჯამურად 10 ლარზე მეტი არ გვითამაშია ასე რომ საერთოდ არ ველოდებოდი მოგებას. მე საზღვარგარეთ ვიყავი წასული და ტელეფონს დედაჩემმა უპასუხა. მაშინვე დამირეკა დედამ და მახარა. თავიდან არ მჯეროდა, ხომ არ მეხუმრება მეთქი.

ნარგიზა (დედა): შალვა წასული იყო და მე მქონდა მისი ნომერი ჩართული. არ ვიცი წინათგრძნობა იყო თუ რა, მაგრამ გათამაშების დაწყებამდე ნახევარი საათით ვუთხარი მეუღლეს, დაგვირეკავენ მეთქი. მანქანაზე ვიხუმრე, ჩემია ეს მანქანა მეთქი. ჰოდა გამართლდა კიდეც.

ასიმი: რაღაც გათამაშება რომ იყო, კი ვიცოდი, მესიჯიც მომდიოდა ხოლმე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ რამეს მოვიგებდი, მითუმეტეს მანქანას. ერთხელ ჩემმა ძმაკაცებმა დამირეკეს და მეხუმრეს, მანქანა მოიგეო და ისევ მეგონა რომ ვიღაც მეხუმრებოდა. ძლივს დავიჯერე.  

რომელ სამაგიდო თამაშებს თამაშობთ ხოლმე ყველაზე ხშირად?

ნანი: ყველაზე ხშირად იაპონურ ჯოკერს და დომინოს. ოღონდ ამ აქციის შესახებ არც ვიცოდით და ბილეთები დაგვიგროვებია თურმე. ტელეფონს ჩემმა ძმიშვილმა უპასუხა, იმას აქვს ეს ტელეფონის ნომერი და წარმოდგენა არც მას ჰქონდა. კიდევ კარგი უპასუხა ზარს, არ იყენებს ხოლმე მაგ ნომერს. თავიდან ეგონა ვიღაც ეხუმრებოდა. მერე თურმე გიორგი ბახუტაშვილის ხმა უცნია.

შალვა: წლებია უკვე აჭარაბეთზე ნარდს ვთამაშობ, ხანდახან პოკერს და ტოტალიზატორსაც.

ასიმი: დიდი ხანია აჭარაბეთის ერთგული მომხმარებელი ვარ. სამაგიდო თამაშებს რაც შეეხება, ყოველდღე ვთამაშობ დომინოს. მეც და მამაჩემსაც ძალიან გვიყვარს დომინო. 

სამაგიდო თამაშების მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ სამაგიდო გრანპრი კიდევ ხუთი კვირა გრძელდება და გაქვთ შანსი მოიგოთ ფულადი პრიზები ან 2017 წლის Toyota RAV4. გათამაშების  ნახვა შეგიძლიათ ყოველ ოთხშაბათს, 22:00 საათზე აჭარაბეთის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეadjaranet.com-ზე ან სეტანტა ჯორჯიას პირდაპირ ეთერში.