• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

რა გამოხმაურება მოჰყვა პოლოლიკაშვილის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევას?

სასიამოვნო სიახლე: ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს.

პოლოლიკაშვილის არჩევას ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. 

პრემიერი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პოლოლიკაშვილს არჩევას ულოცავს და ამბობს რომ „ეს საქართველოს წარმატებაა“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, პოლოლიკაშვილი თანამდებობას 2021 წლამდე დაიკავებს.