• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

ხვალ, „აიტექნიკსა" და iPhone+-ს შორის დავაზე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია შიოშვილი „აიტექნიკსა” და iPhone+-ს შორის მიმდინარე დავაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

„აიტექნიკმა” სასამართლოს iPhone+-ის წინააღმდეგ 2016 წლის ოქტომბერში მიმართა. საქალაქო სასამართლომ “აიტექნიკის” სარჩელის უზრუნველყოფისთვის iPhone+-სს მილიონ ნახევრიანი ყადაღა დაადო.

iPhone+ მის მიმართ დადებულ ყადაღას „აიტექნიკის” დამფუძნებლების ახლობლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის კვალზე მიუთითებდა.

საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის პროცესი დაასრულა და მოსამართლე შიოშვილის განცხადებით, საქმეზე გადაწყვეტილებას 2017 წლის 8 მაისს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.