რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
16:35 27.04.2017
პირველად საქართველოში! ტერაბანკის მობაილაპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც ხელმისაწვდომია
უძრავი ქონება
12:52 01.02.2017
აქცია აქსისისგან 20/80 + 15%-მდე ფასდაკლება გრძელდება
ეკონომიკა
13:41 03.04.2017
15 მილიარდ 500 მილიონი - საქართველოს საგარეო ვალი სულ უფრო და უფრო იზრდება...
ბიზნესი
17:40 24.04.2017
„თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა
სიახლეები
12:18 27.04.2017
კომპანია „ IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2017 მზადების აქტიური ფაზა დაიწყო

14:58 12.04.2017

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები  მონაწილეობს. 20-წლამდელთა ჩემპიონატი სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორეა, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ რაც 2015 წელს მოიგეს საკვალიფიკაციო ტურნირი, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეიოფში იტალიას სძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო, მასპინძლის სტატუსით არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობის უფლება.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.

20-წლამდელთა ჩემპიონატის დევიზია: მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები (FuturernStars of World Rugby). მორაგბეებისთვის აღნიშნული ჩემპიონატიდან ეროვნულ ნაკრებში თამაშამდე ერთი ნაბიჯია. 2008 წლიდან დღემდე, ჩემპიონატში მონაწილე დაახლოებით 500-მა მორაგბემ უკვე ითამაშა თავის ეროვნულ ნაკრებში. ტურნირი გამოიარეს თანამედროვე სარაგბო სამყაროს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბე ბოდენ ბარეთიჯულიან სავეა, სამ უაითლოქი, აარონ ქრუდენი (ახალ ზელანდია,  2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებული), დევიდ ფოქოქი, უილ გენია (ავსტრალია), სემ ვარბურთონი,  ლი ჰავფენი(უელსი), მარო იტოჯე (ინგლისის 2016 წლის საუკეთესო მორაგბე).

საქართველო  წელს უკვე მეორედ მონაწილეობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში. შარშანდელ ტურნირში მონაწილეთაგან უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ: ვასილ ლობჟანიძე,ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ტაბიძე, ირაკლი სვანიძე, თირნიკე მატარაძე და გიორგი ცუცქირიძე.

ამ ჩემპიონატის ორგანიზებაში ყველა ჩართულია, სახელმწიფო უწყებები თუ კერძო სექტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ტურნირს.  თუ გავითვალისწინებთ, რომ გენეტიკურად ქართველები კარგი მასპინძლები ვართ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ შესანიშნავად გავართმევთ თავს და ძალიან კარგ სანახაობას შევთავაზებთ რაგბის გულშემატკივარს,- განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.

„31 მაისი -18 ივნისი იქნება გამორჩეული დღეები არა მარტო რაგბის მოყვარულებისათვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.  დარწმუნებული ვარ, ამ ჩემპიონატით კიდევ  ერთხელ წარმოვაჩენთ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით. თიბისი ბანკი  რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა,- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება და თავდაპირველად მასში მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა.  2010 წლიდან გუნდების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. რეორგანიზაციის შემდეგ საქართველო პირველი მეორე დონის სარაგბო ქვეყანაა, რომელსაც ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მიეცა. ჩემპიონატის მასპინძლობა ქართული რაგბის წარმატების და პროგრესის აღიარებაა მსოფლიო რაგბის მხრიდან და დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყანას. ტრადიციულად, ტურნირის დაწყებამდე, მასპინძელ ქვეყანაში ტურნირის მთავარი ჯილდოს, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება. საქართველოში თასს რამდენიმე ღირსშესანიშნავ ადგილას ჩაიტანენ, რაც მთელი მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გაცნობის და  ტურისტული პოტენციალის წარმოჩინების შესანიშნავი საშუალებაა.

ტურნირის მსვლელობისას სხვადასხვა ქვეყნის მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად, სარაგბო სამყაროს არაერთი ვარსკვლავი ჩამოდის.  მათ შორის, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ინგლისის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ინგლისის ნაკრების და ბრიტანელი ლომების ყოფილი მორაგბე ბილ ბომონტი და მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის მოადგილე, არგენტინის ნაკრების ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი აგუსტინ პიშოტი.

საქართველოში მსოფლიო  რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი პარტნიორია თიბისი ბანკი. ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება ვებგვერდზე www.ticket.ge/U20, უკვე შესაძლებელია ნებისმერ მატჩზე, მათ შორის ფინალურზეც, ბილეთის შეძენა. ხოლო, ვებგვერდზე www.rugbystore.ge გაიყიდება ჩემპიონატის ბრენდირებული და საგულშემატკივრო პროდუქცია.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



  ვალუტა
USD2.4416
EUR2.6701
GBP3.1604
RUB4.2768
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901