რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
18:28 24.03.2017
თიბისი ბანკის მობაილბანკმა Efma-ს და SAP-ის ორი ჯილდო მიიღო
უძრავი ქონება
12:52 01.02.2017
აქცია აქსისისგან 20/80 + 15%-მდე ფასდაკლება გრძელდება
ეკონომიკა
11:28 10.02.2017
პროდუქტების გაძვირებას საქსტატიც ადასტურებს - ფასებთან ერთად უმუშევართა არმიაც იზრდება
ბიზნესი
20:45 23.03.2017
„კასტელის“ კრიზისი - რატომ და რამდენად მოიშორა თემურ ჭყონიამ პრობლემური კომპანია?
სიახლეები
19:22 24.03.2017
#CloudinTheClouds - „მაიქროსოფთ“-ი გვთავაზობს ქლაუდს
„ზედაზენის“ კიდევ ერთი ინოვაცია: პირველი ქართული ნატურალური წვენი - „ჩერო“

18:06 13.03.2017
[ელენე კავსაძე]

ხვალიდან, ქართულ ბაზარზე ე.წ. ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, პირველი ქართული ნატურალური წვენი - „ჩერო“ გამოჩნდება.

პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონამდე ლარია, რომელიც  „აწარმოე  საქართველოს“ მხარდაჭერით ს.ს  ქართული ლუდის კომპანიამ განახორციელა.

„ჩერო“ - განსაკუთრებული და ნატურალური

ნატურალური  წვენის   ინოვაციური წარმოება  ულტრათანამედროვე  ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც  უმაღლესი ხარისხის  კონკურენტუნარიანი ქართული  პროდუქციის  წარმოების საშუალებას იძლევა.   

ამას ემატება ისიც რომ ასეპტიკური ხაზები უპრეცედენტოა  რეგიონისათვის და ის, ასე სრულყოფილად სწორედ ს.ს ქართული ლუდის კომპანიამ განავითარა ჩვენს ქვეყანაში.

დამატებითი სამუშაო ადგილები

პროექტის   ფარგლებში,  „ზედაზენში“  დამატებით 100-მდე  სამუშაო ადგილი   და  ეკონომიკური აქტივობის  კერა შეიქმნა.

პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდ.

კომპანიის უახლოესი მიზანია მაღალი ხარისხის ნატურალური წვენი „ჩერო“ ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა  და ე.წ. დსთ-ს სივრცეში გაიტანოს.

ახალ  საექსპორტო  ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორიოსო  სავაჭრო ქსელებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს.

ახალი საწარმოო ხაზები, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბიუჯეტო შენატანების კიდევ ერთი პლატფორმაა – კომპანია ბიუჯეტში დამატებით 5 მილიონ ლარით მეტს გადაიხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების საშუალება აქვს, პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მლნ ლიტრის წარმოება მოხდება.

პროექტის  პრეზენტაცია  კი ხვალ, 14 მარტს, 15:30 სთ-ზე, სოფ  საგურამოში, .ქართული  ლუდის  კომპანიის“ საწარმოში გაიმართება.

ინფორმაცია მომხმარებელს...

ს.ს ქართული  ლუდის  კომპანია არასოდეს ამბობს უარს ხარისხის სრულყოფასა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე.

ქვეყანაში შექმნილი ზოგადი ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, „ზედაზენი“ ყოველთვის ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე.

კომპანიის წარმატებას პროფესიონალთა გუნდი და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ცეზარ ჩოჩელი განაპირობებს, რომელიც მაშინაც კი ქმნის სამუშაო ადგილებს, როდესაც სხვები საწარმოებს კეტავენ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



  ვალუტა
USD2.4513
EUR2.6484
GBP3.0609
RUB4.2821
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901