• თბილისი
  • 14°C
  • 19 ნოემბერი, 2017
article

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია CCloan-მა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია CCloan მუდმივად ცდილობს შექმნას მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები და შეთავაზოს მათ განახლებული და გამარტივებული სერვისები.

CCloan-ის საპროცენტო განაკვეთი იყო თვეში 19%, 2017 წლიდან კი თვიური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 5.4%-მდე. ასევე, მოქმედებს ყოველდღიური დარიცხვის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი იხდის იმდენი დღის საკომისიოს, რამდენი დღითაც სესხით ისარგებლებს, შესაბამისად დღიური საპროცენტო განაკვეთი 0.18%-ია.

ამასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 10, 20 და 30 დღიანი გადავადების სერვისითაც. საფასური აქაც შემცირებულია და 10 დღეზე არის 1.9%, 20 დღეზე- 3.8% ხოლო 30 დღეზე 5.7%. გადავადების საფასური გამოითვლება ძირი თანხიდან და მომხმარებელს შეუძლია გადაავადოს იმდენჯერ, რამდენჯერაც დასჭირდება. ამასთან ერთად, გადავადებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სესხის დაფარვის ბოლო დღეს ან მის შემდგომ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია CCloan-ის სესხის ასაღებად შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც Facebook, ასევე მობილური აპლიკაციით, Android და IOS სისტემებისთვის.