რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 111
728 x 90
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
11:52 29.12.2016
მედისონ ჰოლდინგი - პროგრესი ქართულ მედიცინაში
უძრავი ქონება
11:41 06.06.2016
პროექტ „მწვანე ალმასის“ წარმატების საიდუმლო
ეკონომიკა
14:20 23.01.2017
ისარგებლეთ 20%-მდე CASH BACK შეთავაზებით „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში
ბიზნესი
11:30 27.12.2016
წარმატების ერთი წელი
სიახლეები
12:25 05.01.2017
მაგთიკომი განვითარების დასახულ გეგმას მიჰყვება და დანაპირებს ასრულებს:
„ ვიზის მისაღებად მნიშვნელოვანია საკონსულოს წარუდგინოთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ თქვენი ვიზიტის მიზანს

16:44 09.01.2017
["პრესა.ჯი]

„ ვიზის მისაღებად მნიშვნელოვანია საკონსულოს წარუდგინოთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ თქვენი ვიზიტის მიზანს, საკმარისი თანხების არსებობას მოგზაურობისათვის და საქართველოში დაბრუნების მოტივს“

ევროპის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ვიზის მისაღებად კონსულტაციას “ Free Travel“ -ის ოპერატორები უფასოდ გაგიწევენ. რჩევები თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზაზე განაცხადის დროს - ტურისტული კომპანია “Free Travel”-ის წარმომადგენელი ნათია გზირიშვილი გვესაუბრა.

რა დოკუმენტებს ითხოვს საკონსულო ვიზაზე განაცხადის გაკეთების დროს?
საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისათვის გვჭირდება ვიზა. მათ მისაღებად უნდა მივმართოთ საკონსულოებს ან მომსახურების სააგენტოებს. ორივე ზემოთ აღნიშნული ითხოვს სავალდებულო დოკუმენტებს და, ასევე, მგზავრს შეუძლია წარუდგინოს სასურველი და  დამხმარე საბუთებიც.

რომელია სავალდებულო დოკუმენტები?

-         სააპლიკაციო ფორმა – თქვენი პირადი მონაცემების შემცველი კითხვარი

-         პასპორტი, სამოგზაურო დოკუმენტი

-         იდენტიფიკაციის ბიომეტრიული საშუალებები, ანუ უახლესი სურათი და ყველა თითის ანაბეჭდი (დამოკიდებულია საკონსულოს მოთხოვნაზე)

-         მოგზაურობის სამედიცინო დაზღვევა – რომელიც დაფარავს მინიმუმ 30,000 ევროს ღირებულების სამედიცინო ხარჯებს

-         სავიზო მოსაკრებლი

-         დამხმარე ან სასრუველი დოკუმენტაცია

გაითვალისწინეთ, რომ საკონსულო და მომსახურების სააგენტოც ვალდებულია მოგაწოდოთ სავალდებულო დოკუმენტების სია

რას ნიშნავს სასურველი ან დამხმარე დოკუმენტები?

ვიზის მისაღებად მნიშვნელოვანია საკონსულოს წარუდგინოთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ქვეყანაში თქვენი ვიზიტის მიზანს, საკმარისი თანხების არსებობას მოგზაურობისათვის და საქართველოში დაბრუნების მოტივს.

·        დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს თქვენი ვიზიტის მიზანს, მაგ.: მივლინებებისთვის; მოსაწვევი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად; სასწავლებად/ტრენინგის კურსებისთვის; უნივერსიტეტში ჩარიცხვის ცნობა; ტურიზმისა და პირადი მიზნებით მგზავრობისთვის; საცხოვრებელი ადგილის და მარშრუტის დამადასტურებელი საბუთი; ოფიციალური დელეგაციების წევრებისთვის; სახელმწიფო ორგანოს ან მიმწვევი მხარის მიერ გაცემული წერილი, და ა.შ.

·        დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ გაქვთ საკმარისი თანხები მგზავრობის ხარჯების და ქვეყანაში თქვენი ყოფნის ხარჯების დასაფარად: მტკიცებულება ფინანსური მდგომარეობის შესახებ (მაგ.: საბანკო ანგარიშის ამონაწერი, საკრედიტო ბარათი), დასტური საცხოვრებელი ადგილის არსებობის შესახებ, საფასურის წინასწარ დაფარვის მტკიცებულებით ან ტურისტული პაკეტის ჯავშანი, მიმწვევი მხარის განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ის დაფარავს თქვენი განსახლების ხარჯებს და ა.შ.

·        დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს თქვენს განზრახვას ევროკავშირიდან დაბრუნების შესახებ: უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მტკიცებულება ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მტკიცებულება დასაქმების შესახებ, მტკიცებულება უძრავი ქონების შესახებ, მტკიცებულება საცხოვრებელ ქვეყანაში ინტეგრაციის შესახებ, ოჯახური მდგომარეობის და პროფესიული პოზიციის და ა.შ. ჩათვლით.

ნებისმიერი ქვეყნის ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ  მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში, რომელიც მდებაორეობს დ. აღმაშენებლის გამზ. 175, ან დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: +995 599479955;  
ელ.ფოსტა: tours@freetravel.ge
ვებ.გვერდი: www.freetravel.ge 
Facebook: https://www.facebook.com/FreeTravelLTD/
Skype: LTDFreeTravel

 

 

ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-01-09 18:24:29
დაზღვევა – რომელიც დაფარავს მინიმუმ 30,000 ევროს ღირებულების სამედიცინო ხარჯებს
-------------------------------

30 000 ევრო თუ მაქვს ევროპა რაღად მინდა?..

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 86
200 x 240
  ვალუტა
USD2.6868
EUR2.8851
GBP3.3496
RUB4.5244
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901