რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
11:52 29.12.2016
მედისონ ჰოლდინგი - პროგრესი ქართულ მედიცინაში
უძრავი ქონება
11:41 06.06.2016
პროექტ „მწვანე ალმასის“ წარმატების საიდუმლო
ეკონომიკა
17:31 13.01.2017
თურქმენული ტვირთი საქართველოს სარკინიგზო დერეფანს დაუბრუნდა
ბიზნესი
11:30 27.12.2016
წარმატების ერთი წელი
სიახლეები
12:25 05.01.2017
მაგთიკომი განვითარების დასახულ გეგმას მიჰყვება და დანაპირებს ასრულებს:
„დიდი ბრიტანეთის ვიზაზე განაცხადის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა განისაზღვროს მოგზაურობის მიზანი და შესაბამისი ვიზის კატეგორია.“

13:07 06.01.2017
["პრესა.ჯი]

გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად კონსულტაცია “ Free Travel“ -სგან და რჩევა თუ რა უნდა გაითვალისწინოს ვიზაზე განაცხადის დროს - ტურისტული კომპანია “Free Travel”-ის წარმომადგენელი ნათია გზირიშვილი გვესაუბრა.

ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ და შეხება ჰქონიათ სავიზო პროცედურებთან რა უნდა გაითვალისწინონ, როცა განაცხადს აკეთებენ გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად?
საკონსულოების უმეტესობა საქართველოში ითხოვს სააპლიკაციო ფორმების შევსებასა და სხვა უამრავ დოკუმენტაციას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დამაბნეველია უცხო ქვეყანაში გამგზავრების მსურველთათვის. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის აპლიკაციის ფორმების შევსებისა და დოკუმენტაციის მომზადების სისწორე, მასში მითითებული ინფომაციის სიზუსტე უმეტესწილად გავლენას ახდეს ვიზის მიღებაზე. არის შემთხვევები, როდესაც ვიზის კატეგორიის არჩევის დროს ცდება მგზავრი და არც სავიზო ცენტრი, არც საკონსულო არ იღებს დოკუმენტაციასა და აპლიკაციას განსახილველად. აქედან გამომდინარე, სააპლიკაციო ფორმები და დოკუმენტაციის მომზადება მეტად მნიშვნელოვანია!

რას ნიშნავს ვიზის კატეგორია?

თუ თქვენ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე არ ხართ, დროებითი სტუმრებისთვის ან მუდმივად დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისათვის ვიზის სხვადასხვა კატეგორია არსებობს. იმას, თუ რომელი კატეგორიის ვიზა დაგჭირდებათ, გაერთიანებული სამეფოს საიმიგრაციო კანონის შესაბამისად, თქვენი მოგზაურობის მიზანი და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს. არსებობს ტურისტული ვიზა; კერძო ვიზიტორის ვიზა; ბიზნეს ვიზა; ვიზიტორის ვიზა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის; ოჯახის შეერთების ვიზა (საქმრო/საცოლე); საქმიანი ვიზა; სასწავლო ვიზა

და სხვა ვიზის კატეგორიები. მნიშვნელოვანია ფლობდეთ ინფორმაციას არასაიმიგრაციო ვიზის იმ კატეგორიის შესახებ, რომელიც მოგზაურობისთვის დაგჭირდებათ, აგრეთვე, იმ საფეხურების შესახებ, რომელიც უნდა გაიაროთ ვიზაზე განაცხადის შესატანად.

როგორ შევიტანოთ განცხადება გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად?

  •  შედით გვერდზე  www.gov.uk  და შემდგომ „ვიზები და იმიგრაცია“ (Visas and Immigration) → „განცხადების შეტანა გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად“ (Apply for a UK Visa) →  „დაიწყეთ ახლა“ (Start now). ან ეწვიეთ ვებ გვერდს https://www.visa4uk.fco.gov.uk/home/welcome . თუ ახალ განაცხადს აკეთებთ შედით „დაარეგისტრირეთ ანგარიში“ (Register an Account). თქვენ მიიღებთ ელექტრონულ წერილს თქვენი ანგარიშის გასააქტიურებლად. მას შემდეგ, რაც ანგარიშს გაააქტიურებთ, უნდა შეავსოთ ყველა სავალდებულო ნაწილი, რომელიც მონიშნულია „*“-ით და არ დატოვოთ ცარიელი ადგილი. აირჩიეთ ვიზის ტიპი და უპასუხეთ ყველა შეკითხვას, რათა შექმნათ განცხადება.
  •   განაცხადის გადამოწმების შემდეგ, გადადით ღილაკზე “განცახდების წარდგენა“ (submit application). როდესაც განცხადებას წარადგენთ, ცვლილებების შეტანას ვეღარ შეძლებთ. შედით “დეკლარაციაზე ხელის მოწერა“ (Sign Declaration), რათა დაადასტუროთ, რომ თქვენ წაიკითხეთ და ხელი მოაწერეთ, თქვენი სახელის ჩაწერით ცარიელ უჯრაში. გადადით “დაჯავშნეთ შეხვედრა“ (Book Appointment) აირჩიეთ შეხვედრის ადგილი (Appointment Location) და შეხვედრის ტიპი (Visa Appointment Type). აირჩიეთ ცხრილში მოცემული ხელმისაწვდომი თარიღი და დრო და დაჯავშნეთ შეხვედრა. შემდეგ გადადით ღილაკზე “შემდეგი“ (next). თქვენ ნახავთ შეხვედრის დადასტურებას და დამხმარე დოკუმენტების გვერდს. წაიკითხეთ და დააჭირეთ ღილაკს “შემდეგი“ (next).
  •  მას შემდეგ, რაც შეხვედრას დანიშნავთ, უნდა გადაიხადოთ ვიზის გადასახადი „ონლაინ“ რეჟიმში. აუცილებლად წაიკითხეთ  გადახდის პირობები (condition of payment) და ანაზაღაურების პოლიტიკა (refund policy); მონიშნეთ უჯრები, რათა დაადასტუროთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ ინფორმაცია გადახდის შესახებ. თქვენ გადართული იქნებით გადახდის უსაფრთხო სისტემაში. გადახდის შემდეგ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ წერილს, რომელიც დაგიდასტურებთ გადახდას და შეხვედრის დეტალებს.
  •   არ დაგავიწყდეთ, როგორც კი დაასრულებთ განცხადებას და დანიშნავთ შეხვედრას, უნდა შექმნათ ანგარიში ტელეპერფორმანსის (Teleperformance) ვებგვერდზე www.tpcontact.co.uk აირჩიეთ თქვენი რეზიდენტი ქვეყანა (resident country) და დააწკაპუნეთ ღილაკზე “დადასტურება“ (submit), შემდეგ შექმენით ანგარიში (Create an account.). თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი GWF xxxxxxxxx  (ცნობა) ელექტრონულ წერილებში, რომლებსაც მიიღეთ UKVI-სგან.

ასევე, გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ  მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში, რომელიც მდებაორეობს დ. აღმაშენებლის გამზ. N175, ან დაგვიკავშირდეთ:

 +995 599479955;  
www.freetravel.ge  

 tours@freetravel.ge
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/

 


ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



  ვალუტა
USD2.7211
EUR2.8961
GBP3.3233
RUB4.5745
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901