რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 111
728 x 90
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
14:22 15.02.2017
საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარი გამოყო
უძრავი ქონება
12:52 01.02.2017
აქცია აქსისისგან 20/80 + 15%-მდე ფასდაკლება გრძელდება
ეკონომიკა
11:28 10.02.2017
პროდუქტების გაძვირებას საქსტატიც ადასტურებს - ფასებთან ერთად უმუშევართა არმიაც იზრდება
ბიზნესი
09:11 17.02.2017
ექსკლუზივი: "კარფური" კულისებში... (სკანდალური ფოტოები)
სიახლეები
12:25 05.01.2017
მაგთიკომი განვითარების დასახულ გეგმას მიჰყვება და დანაპირებს ასრულებს:
“თეგეტა მოტორსი“ წლევანდელ წელს 20%-იანი ზრდით ხურავს

13:45 30.12.2016
["პრესა.ჯი]

“თეგეტა მოტორსი” 2016 წელს 20%-იანი ზრდით ხურავს. მიუხედავად რთული ეკონომიკური და ძლიერი კონკურენტული გარემოსი რაოდენობაში ჯამური ზრდა  50% დაფიქსირდა, თუმცა სხვა მიმართულებებით ზრდა გაცილებით მაღალია და 80%-საც კი აღწევს.

2016 წელს „თეგეტა მოტორსმა“ გახსნა ახალი ფილიალები და გაფართოვდა არსებული: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და რუხში. ამის შედეგად ავტომობილების ჯამური დღიური გამტარიანობა 2015 წელთან შედარებით 300 ავტომობილით გაიზარდა და დღეისთვის „თეგეტა მოტორსის“ ფილიალები დღიურად 1200 ავტომობილზე მეტს ემსახურება. ასევე ლოიალური მომხმარებლის რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. ამასთან მნიშვნელოვნად განვითარდა სადისტრიბუციო ქსელი და გაიზარდა კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა.

 “2017 წელს ჩვენ ვგეგმავთ დავასრულოთ დაწყებული პროექტები, გავხსნათ და გავაფართოვოთ კიდევ უფრო მეტი ფილიალი, ასევე მომავალ წელს ვგეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველო დღეს არის რეგიონის ლიდერი საბანკო და ტურიზმის სფეროში და ჩვენი მიზანია გავხადოთ საქართველო ლიდერი ასევე საავტომობილო სფეროში. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას შევძლებთ და 2017 წელი იქნება ამის დასაწყისი.“- აცხადებენ კომპანიაში.

„თეგეტა მოტორსი“  წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 21 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში  მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. იგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 4 შვილობილ კომპანიას. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-ზე მეტ საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 19 ფილიალს, რომლებიც თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს.

„თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის, საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და  ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



  ვალუტა
USD2.6429
EUR2.815
GBP3.2812
RUB4.5453
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
სარეკლამო ადგილი - 81
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901