რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
11:52 29.12.2016
მედისონ ჰოლდინგი - პროგრესი ქართულ მედიცინაში
უძრავი ქონება
11:41 06.06.2016
პროექტ „მწვანე ალმასის“ წარმატების საიდუმლო
ეკონომიკა
17:31 13.01.2017
თურქმენული ტვირთი საქართველოს სარკინიგზო დერეფანს დაუბრუნდა
ბიზნესი
11:30 27.12.2016
წარმატების ერთი წელი
სიახლეები
12:25 05.01.2017
მაგთიკომი განვითარების დასახულ გეგმას მიჰყვება და დანაპირებს ასრულებს:
მედისონ ჰოლდინგი - პროგრესი ქართულ მედიცინაში

11:52 29.12.2016

სამედიცინო სფეროში მაღალი დონის მომსახურების დანერგვის სურვილი და რეალური შესაძლებლობა გახდა მიზეზი, რის გამოც მომავალმა პარტნიორებმა სოლიდური ინვესტიცია განახორციელეს და სამედიცინო მომსახურების ოცწლიანი ისტორიის მქონე პროფილაქტიკური ცენტრები შეიძინეს.

რამდენიმე ათეულ ათას კვადრატულ მეტრზე აგებული შენობები თითქმის ამორტიზებული, თანამედროვე სტანდარტებისგან შორს მყოფი სამედიცინო ინვენტარით იყო აღჭურვილი. აუცილებელი გახდა დამატებითი სახსრების მოძიება, რასაც დამფუძნებლები თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის შექმნისთვის გამოიყენებდნენ.

საჭირო თანხის სოლიდურობიდან გამომდინარე, დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობა ბანკთან, რომელიც მათ მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებდა.

 

ტერაბანკი აღმოჩნდა კომპანიის რჩეული.

„ტერაბანკი ყველაზე კარგად მოერგო ჩვენი ბიზნესის მოთხოვნებს. პარტნიორული დამოკიდებულება და ინდივიდუალური მიდგომა არის ის, რის გამოც  დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობთ,“ - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ვლადიმერ (კახა) ბაკურაძე.

დღეისათვის კომპანია „მედისონ ჰოლდინგი“ სამი ფილიალისგან შედგება; ვაჟა ფშაველას 83/11, გობრონიძის ქ. 27 და კალოუბნის ქ. 12 მდებარე სამედიცინო ცენტრები მომხმარებლებს  მაღალტექნოლოგიურ ამბულატორიულ,  ლაბორატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებებს სთავაზობს. ჰოლდინგის მფლობელობაშია ასავე სტომატოლოგიური კლინიკა „მედისონ დენტი“ და რამდენიმე შვილობილი კომპანია, მათ შორის, „კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრი“, „მედისონის თვალის კლინიკა“ და ,,პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი“, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით ერთადერთია, სადაც უნიკალური DNA სკანერის საშუალებით შესაძლებელია მოსალოდნელი დაავადებების პროგნოზირება და პრევენცია.

საქმიანობის დაწყებიდან 3 წლის თავზე მედისონ ჰოლდინგი 150 000-მდე ბენეფიციარს ითვლის, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 500 თანამშრომელს აჭარბებს.

„ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. ჩვენი ყველა კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რაც განსაკუთრებულ პირობებს ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის.

მომავალში ვგეგმავთ სააფთიაქო ქსელის „მედისონ ფარმას“ განვითარებას. როგორც ყველა განვლილ ეტაპზე, ჩვენი ბიზნესის განვითარების და სააფთიაქო ქსელის შექმნის ეტაპზეც აუცილებლად  ტერაბანკთან ვითანამშრომლებთ,” - აცხადებს ვლადიმერ (კახა) ბაკურაძე.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



  ვალუტა
USD2.7211
EUR2.8961
GBP3.3233
RUB4.5745
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
სარეკლამო ადგილი - 23
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 81
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901