რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
13:07 26.04.2017
საქართველოს ბანკმა საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლათფორმა შექმნა
უძრავი ქონება
12:52 01.02.2017
აქცია აქსისისგან 20/80 + 15%-მდე ფასდაკლება გრძელდება
ეკონომიკა
13:41 03.04.2017
15 მილიარდ 500 მილიონი - საქართველოს საგარეო ვალი სულ უფრო და უფრო იზრდება...
ბიზნესი
17:40 24.04.2017
„თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა
სიახლეები
20:02 25.04.2017
„თეგეტა მოტორსი“ VARTA-ს ბრენდის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავზობთ
ახალი სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევა“ პროდუქტების გაყიდვას იანვრიდან თიბისი ბანკის ქსელში იწყებს

17:34 27.12.2016
["პრესა.ჯი]

სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ რებრენდინგი დასრულებულია და ის „თიბისი დაზღვევის“ სახელით გააგრძელებს ოპერირებას.

არსებული კლიენტებისათვის მომსახურების პირობები არ იცვლება და ყველა პოლისი უცვლელად დარჩება ძალაში.  ახალ მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტების შეძენა „თიბისი დაზღვევის“ ოფისებში უკვე შეუძლიათ, 2017 წლის 3 იანვრიდან კი პროდუქტები თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.

მალე „თიბისი დაზღვევის“ პროდუქტების შეძენას მომხმარებელი დისტანციურადაც შეძლებს. 

„თიბისი დაზღვევის“ სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა  კომფორტული იქნება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. მომხმარებლებს შესთავაზებენ გამარტივებულ პროცედურებს როგორც შეძენის, ისე ანაზღაურების პროცესში, ასევე სანდო, დროულ და კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. გარდა ამისა, კომპანია ორიენტაციას გააკეთებს დისტანციურ მომსახურებაზე. თვისობრივად ახალი ტიპის პროდუქტები, გაყიდვების თანამედროვე არხები და მომსახურების მაღალი ხარისხი იქნება „თიბისი დაზღვევის“ კონურენტული უპირატესობა. 

ამ ეტაპზე „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა. მათ შორის,  ავტომობილის, ქონების, სიცოცხლის, ტვირთების, უმუშევრობის, სამოგზაურო დაზღვევას და სხვა სადაზღვევო პროდუქტებს. მომავალში „თიბისი დაზღვევა“ აპირებს, რომ გაააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების არეალი და შეთავაზებულ  პროდუქტებსა და სერვისებს ახალიც დაამატოს. 

„კოპენბური“ თიბისი ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სადაზღვევო ბაზარზე შესვლის სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგად შეიძინა.  ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიის რებრენდინგი, რომლის დასრულების შედეგად „თიბისი დაზღვევა“ სამი იანვრიდან უკვე ახალ არხში - თიბისი ბანკის ქსელში იქნება წარმოდგენილი.

„თიბისი დაზღვევაში“ 8 მლნ ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი და თანხის დიდი ნაწილი მომსახურების დიჯიტალიზაციას და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას მოხმარდება.

კომპანიის არსებული ოფისები აგრძელებს მუშაობას, მომხმარებელს „თიბისი დაზღვევის“ 300-მდე თანამშრომელი მოემსახურება.

 

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



  ვალუტა
USD2.4773
EUR2.6968
GBP3.1774
RUB4.3797
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901