რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
16:35 27.04.2017
პირველად საქართველოში! ტერაბანკის მობაილაპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც ხელმისაწვდომია
უძრავი ქონება
12:52 01.02.2017
აქცია აქსისისგან 20/80 + 15%-მდე ფასდაკლება გრძელდება
ეკონომიკა
13:41 03.04.2017
15 მილიარდ 500 მილიონი - საქართველოს საგარეო ვალი სულ უფრო და უფრო იზრდება...
ბიზნესი
17:40 24.04.2017
„თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა
სიახლეები
12:18 27.04.2017
კომპანია „ IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო
„საახალწლო სამზადისი“

16:49 27.12.2016

ახალი წელი და მასთან დაკავშირებული სამზადისი ყოველწლიურად განსხვავებულია -  ბავშვობაში მოლოდინი გვქონდა, თითქოს, თოვლის ბაბუა ნანატრ საჩუქრებს დაგვახვედრებდა ნაძვის ხის ქვეშ, რომ ჩვენს გაგზავნილ წერილს უყურადღებოდ არ დატოვებდა, რომ საჩუქრად ბევრ ტკბილეულსა და სათამაშოს, კომიქსებს, წიგნებსა თუ ვიდეო თამაშებს მივიღებდით. მოლოდინები კი წარსულში დარჩა, მას შემდეგ, რაც გავიზარდეთ და გავაანალიზეთ, რომ საკუთარი თავის თოვლის ბაბუები, ან ბებიები, ისევ და ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა გამოვეწყოთ თბილ ტანისამოსში და საყიდლებისკენ გავეშუროთ.

საახალწლო სამზადისი გამორჩეულია, რადგან ყველაფერი, რასაც მაღაზიებში ვხედავთ, იქნება ეს დიდი, მწვანე ნაძვის ხე, ბუხარზე ჩამოსაკიდი სასაჩუქრე წინდა, თუ სათამაშო სანტა და მისი მარხილი, გვინდა სასწრაფოდ შევიძინოთ, რომ ჩვენი თბილი და საყვარელი სახლი უფრო გავამრავალფეროვნოთ. ამ ყველაფრისთვის კი გარკვეული რაოდენობის თანხაა საჭირო, რისი შეგროვებაც ბევრისთვის სწორედ რომ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომაა, რომ დიდი ნაწილი CCloan-ში სესხის აღებით გადააგორებს ხოლმე წინასაახალწლო ორომტრიალს. ჩვენ კი, გადავწყვიტეთ, რამდენიმე რჩევა მოგვეცა თქვენთვის, რომ საახალწლოდ უკეთ გადაანაწილოთ თანხა.

პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, თუ წინასწარ გადადებდით გარკვეული რაოდენობის ფულს, რადგან, ყველასთვის ცნობილია, რომ 31 დეკემბრის ღამისთვის ბევრი პროდუქტის ყიდვა გვიწევს.  წინასწარ გადადებული თანხის შესახებ იდეა კი ყოველთვის პრაქტიკული და გონივრულია. არასოდეს ვიცით, თუ რა გაუთვალისწინებელი ხარჯი შეიძლება გამოჩნდეს.

საახალწლოდ კი, მაღაზიებში სწორედ შესაფერის განწყობას გვიქმნიან, რომ რაც შეიძლება მეტი ნივთის ყიდვისკენ გვიბიძგონ, მაგალითად, საახალწლო მუსიკა, დიდი მორთული ნაძვის ხეები,  და სხვა. ხოლო, იმ ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ ფულის ეკონომია სჭირდებათ, აუცილებლად, წითელი ხაზი უნდა გადაუსვან ყველა იმ არასასურველ და ძვირადღირებულ ნივთს, რომელიც მათ საფულეს ბოლომდე დააცარიელებს.

ასევე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრი მაღაზია საახალწლო ფასდაკლებებს გვთავაზობს. საშოპინგოდ წასვლა კი წინასაახალწლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იმ შემთხვევისთვის, თუ ფინანსურად ამის საშუალება არ გაქვთ და არც წინასწარ გიფიქრიათ თანხის გადადებაზე, შეგახსენებთ, რომ CCloan-ში პირველი სესხი 0%-იანია, რაც დიდი შეღავათია, თუ გავიხსენებთ იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ჩვენგან საახალწლო საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ელიან. ამ კუთხით, პოპულარული ონლაინ-გვერდებიც არანაკლებ საინტერესო სიურპრიზებს სთავაზობენ მომხმარებლებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სჯობს, რომ თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ, რადგან გამოწერილ საჩუქარს გარკვეული დრო სჭირდება თქვენი სახლის კარზე დასაკაკუნებლად.  

საბოლოოდ, დავდივართ მაღაზიებში, ვათვალიერებთ ონლაინ-გვერდებს, ბევრს ვფიქრობთ იმ საჩუქრების შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაახარებენ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მაგრამ გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ მთელი გულით გაკეთებულ პატარა საჩუქარს ყველაზე დიდი ძალა აქვს.

ძალა, რომ ჩვენი ფინანსური პრობლემა გადაჭრას და, ამავდროულად, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებიც გააბედნიეროს. 

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



  ვალუტა
USD2.4751
EUR2.6996
GBP3.1939
RUB4.3579
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
სარეკლამო ადგილი - 80
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901