რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
14:22 15.02.2017
საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარი გამოყო
უძრავი ქონება
12:52 01.02.2017
აქცია აქსისისგან 20/80 + 15%-მდე ფასდაკლება გრძელდება
ეკონომიკა
11:28 10.02.2017
პროდუქტების გაძვირებას საქსტატიც ადასტურებს - ფასებთან ერთად უმუშევართა არმიაც იზრდება
ბიზნესი
09:11 17.02.2017
ექსკლუზივი: "კარფური" კულისებში... (სკანდალური ფოტოები)
სიახლეები
17:59 21.02.2017
სერგენკოსა და სოფრომაძის საქმე...
“საახალწლო ციებ-ცხელება’’

10:46 26.12.2016

CCloan გირჩევთ არ დაივიწყოთ ტრადიციები, რადგან ჩვენ დამატებით ფინანსებს ყოველთვის მოგაშველებთ.

ახალ წლამდე 7 დღეა დარჩენილი, შენ კი ჯერ ისევ არაფერი გაგიკეთებია. საქმე თავზესაყრელად გაქვს: პროდუქტები უნდა იყიდო, საჩუქრებიც შეარჩიო, სახლის მორთვა-გალამაზებაზეც იზრუნო და საკუთარი თავისთვისაც შეძლო დროის გამონახვა. 

ბევრი საქმის, დახარჯული დროისა და ენერგიის მიუხედავად ჩვენ მაინც გვიხარია და წლიდან წლამდე ველით ახალი წლის მოსვლას. ახალი წელი, ახალი იდეების განხორციელებას უწყობს ხელს და ასევე, ახალი ურთიერთობების დაწყების იმედს იძლევა. თუმცა, სანამ იმედების გამართლება-ვერ გამართლებაზე ვისაუბრებთ, იქამდე საახალწლო სამზადისის ციებ-ცხელება უნდა განვიხილოთ.   

საინტერესოა, რა გვიჯდება ერთი ღამის საახალწლო ზღაპარი .   

პირველ რიგში, რასაც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად ვასრულებთ სახლის გალამაზება და ნაძვის ხის მორთვაა. სწორედ ამით იწყება ჩვენი საახალწლო ფინანსების ხარჯვა. ბიუჯეტის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, რადგან ყველაფერი მოგვწონს და ერთდროულად ყველა ნივთის შეძენა გვსურს. თუმცა, საბოლოოდ ჩვენი ბიუჯეტი მაინც გვაიძულებს გარკვეულ დათმობებზე წასვლას. თუმცა, გააჩნია ფინანსების სისქესაც და ადამიანების მოთხოვნილებებსაც .   

ყველა ქართული ტრადიციების დამცველი , თუ უბრალოდ დღესასწაულების მოყვარული ცდილობს სადღესასწაულო სუფრა განსაკუთრებული ენთუზიაზმით დაგეგმოს და საბოლოოდ, ახალ წელს ბარაქიანი სუფრით შეხვდეს . შესაბამისად, ქართველებისთვის ყველაზე სარგებლიანი ფულის ხარჯვა, სადღესასწაულო სუფრასთან ასოცირდება . საახალწლო სამზადისისთვის გამოყოფილი თანხის დაახლოებით 70 % სწორედ პროდუქტების ყიდვისთვის გვესაჭიროება. პროდუქტებზე წლევანდელი ფასებს თუ გავითვალისწინებთ, ეს 70 % საკმაოდ დიდი თანხაა.

სასიამოვნოა თუ არა, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალ წელს დავასაჩუქროთ ჩვენი ახლობლები, საყვარელი ადამიანები თუ სეკრეტ სანტები. მათთვის საჩუქრების შერჩევასაც ძალიან დიდ თანხებთან მივყავართ. თუმცა, რას ვიზამთ, - „რასაცა გასცემ შენია ...“-ს პრინციპით ვასაჩუქრებთ და ჩვენც იმავეს მოველით.

ამ ციებ-ცხელების დროს გვავიწყდება ყველაზე მთავარი , საკუთარი თავის მორთვა-მოკაზმვა. ბოლო წუთებში ვიხსენებთ , რომ თურმე ახალი წლის ძველი ტანისამოსით შეხვედრა არ შეიძლება . ეს საშუალებას გვაძლევს გავიმართლოთ თავი და საახალწლო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები საკუთარ თავსაც დავახარჯოთ. 

იქიდან გამომდინარე, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით ფასები თითქმის ყველაფერზე გაორმაგებულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ საახალწლო სამზადისი ერთი ჩვეულებრივი ოჯახისთვის შარშან 300-500 ლარამდე მერყეობდა, წელს ეს თანხა 800 ლარს მაინც მიაღწევს. რაც საშუალო ფენის ოჯახის ერთი ღამის სიამოვნებისთვის, საკმაოდ დიდი დანახარჯია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ წელს ან ქართული ტრადიციების დავიწყება და ახალი წლის ხალვათი სუფრით შეხვედრა მოგვიწევს ან დამატებითი ფინანსების მოძიება და ტრადიციულად, ბარაქიანი საახალწლო სუფრით კარგი დროის გატარება . 

CCloan გირჩევთ არ დაივიწყოთ ტრადიციები, ჩვენ დამატებით ფინანსებს ყოველთვის მოგაშველებთ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 86
200 x 240
  ვალუტა
USD2.6386
EUR2.8017
GBP3.2872
RUB4.5439
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
სარეკლამო ადგილი - 81
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901