• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე BBC-ის სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

BBC-ის ახალ სერიალში McMafia, რომელიც ეკრანზე 2017 წლის ბოლოსკენ გამოვა, მთავარ როლს  ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე შეასრულებს.

"on.ge"-ს ინფორმაციით, სერიალში ოთხი მთავარი პერსონაჟია, რომელთაგანაც ერთ-ერთს ნინიძე თამაშობს. სიუჟეტი მაფიის ისტორიაზე აგებული, რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი, რომელიც ინგლისშია გაზრდილი, საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ბიზნესის დაწყებას ცდილობს. თუმცა წარსულისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. ეს ყოველივე კი მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების დაცვისკენ უბიძგებს.

აღსანიშნავია, რომ გადაღებები უკვე მეშვიდე თვეა  რაც მიმდინარეობს. მსახიობი მერაბ ნინიძე სხვა  დეტალების არ ახმაურებს.

სერიალის სცენარი მიშა გლენის ბესტსელერი წიგნის მიხედვით არის შექმნილი. BBC-ისთან ერთად სერიალს AMC და Cuba Pictures გადაიღებენ.