მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ა­ნი ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
თეა თუთ­ბე­რი­ძე ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია ინ­ცი­დენ­ტით დას­რუ­ლად
რე­ინ­კარ­ნა­ცია - მი­თი თუ რე­ა­ლო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი16°-27°
  ქუთაისი15°-26°
  ბათუმი13°-21°
გიორგი გაბაიძე - „შიშველ ბათუმზე კოცნა მომინდება“

12:10 09.08.2012
[გიორგი მახობეშვილი]

ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი პოეტი გიორგი გაბაიძე დაიბადა 1988 წლის 1 თებერვალს ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში. 

2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერისიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 

 „ლექსების წერა დავიწყე 16 წლიდან (2004 წლის 23 აპრილი).“ – აღნიშნავს ახალგაზრდა პოეტი. 

2006 წელს გამოვიდა გიორგი გაბაიძის პირველი პოეტური კრებული “მკვდარი პოეტის მთვარე”; 2008 წლის ბოლოს გამოიცა მისი მეორე პოეტურ კრებული - “მომავლის მონატრება”. 

2009 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა კრებული “დაუსრულებელი წერილი”. 2010 წელს გამოიცა გიორგი გაბაიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული ”ა ბ გ დ”. 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული “მეცხრე ტალღა”, რომელშიც გიორგისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა. 

გიორგი გაბაიძე არის პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაცია „კავკასიონის” კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი და ამავე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა ლიტერატურის მოყვარულთა და ახალგაზრდა ნიჭიერი დამწყები შემოქმედების გაერთიანების “ლიტერატურული კლუბის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თავის მეგობრებთან ერთად. აგრეთვე ამავე პროექტის ლიტერატურული საიტის http://Litklubi.ge-ს დამფუძნებელი და მმართველი.

 

გავა აღდგომა...

 

 ახლა მზესავით მცივა სიშორე,

 ბაბუაწვერებს მიაქვთ მარტისთვე,

 დღემდე რამდენი სახეც ვიშოვე,

 ყველა უკლებლივ გავაარტისტე.

 ახლა ზღვასავით მტკივა სიცივე,

 ყოჩივარდები დამდნარ მარტისდღის,

 რამდენჯერ - ცრემლებს მიღმა ვიცინე,

 რამდენჯერ - ღიმილს მიღმა ავტირდი.

 ახლა ბავშვივით მაკრთობს სიბნელე,

 ღამის სიშავეც თითქოს გამრჩოლდა,

 ვერ ავუდივარ დღემდე იმ ვნებებს,

 ერთადყოფნისას ჩვენ რომ გვახრჩობდა.

 ახლა მუხლებში მტეხავს ამინდი,

 წვიმა - ნაპირზე ზეცის ტროპარი,

 მერე ტუჩები როცა გამანდე,

 ცოტა ზედმეტი კოცნა მოგპარე.

 

 დღემდე ფიქრითაც მიჭირს მიღწევა...

 წვიმას აპრილის ცივი ქარი ცრის...

 გავა აღდგომაც... და ის ჯვრისწერა, -

 შენ რომ მოხვალ და... მერე, არ ვიცი...

 

 დაზამთრებულა...

 

 მელოდიური სტვენა სიოსი,

 რაღაც უცნაურს ქმნიდა აურას,

 ბათუმის მზიან სანაპიროზე,

 სუსხის შემოსვლა მეუცნაურა...

 მდელომ გაიძრო ტანზე ფირუზი,

 მშობელ მიწაზე დარჩა ბეღურა,

 მზე გაფერმკრთალდა ზეცის ტილოზე,

 თურმე რა უცებ დაზამთრებულა...

 ყინულ ქვიშაზე ტალღა იცინის,

 გამოელია ამინდს მზე-დარი,

 თოვლმა გაგუდა სითბო - სიცივით,

 და შემოდგომის ოქროს ცხედარი -

 შემატა წარსულს ბეჭედ-ბაჯაღლოდ,

 შეარწყა ლეთეს როგორც სიძველე,

 ზამათარსაც მალე ვიღაც დაჯაბნის,

 მზად არის მისთვის ვერცხლის საძვალე.

 

 ნაშემოდგომევს ვხვდებით, - გვაკლდება,

 ფოთლები წლებად ჩამოცვენილნი,

 ღიმილსაც ფასი მაშინ ედება,

 რაც უფრო ხშირად ვართ მოწყენილნი.

 

 და აღარ მთავრდება...

 

 (ზღვისფერყანწელებს)

 

 წვიმიდან იწყება და აღარ მთავრდება

 წვეთების ფეხის ხმა,

 ბათუმის სველი ცა - ჰგავს სასოწარკვეთილს...

 იკეთებს ჰარაკირს...

 ქალაქი დაუდგა პოეტებს თავდებად,

 და მასში შეხიზნა,

 მას შემდეგ ძვლებამდე ლექსებით გაჟღენთილ

 ტკივილს ჰგავს ქალაქი...

 

 თებერვლის სიზმარში ამინდი მძაფრდება,

 ცას მწვანე ფონი აქვს,

 შენც აღარ უყვები ისედაც ხომ იცის,

 თოვლია ფანტომის,

 და სტუმრობ სიმშვიდით გადაღლილ კაფებარს,

 ყავას და კონიაკს

 უკვეთავ... გარეთ კი თოვლი წვიმს,

 ესაა ბათომი...

 

 ჩუმდები... წერ დუმილს.. ფეხის ხმა არ ისმის,

 დეჟავიუ გაქვს მგონი,

 გაწელილ სიჩუმეს ზომავ (სახაზავით)...

 (დროდადრო – ახველებ,)

 ფილტვებში წყალივით ჩაგიდგა ქარიზმა,

 სისხლში კი არგონი -

 ლექსივით - ქალაქო და მათი ნაზავით

 აკვირვებ მნახველებს.

 

 პლანეტა დაფარა მომდევნო თარიღით,

 ფანტელთა სამოსმა,

 მეტი რა შეეძლო მაცხოვრის კვართივით

 ხელთუქმნელ „სარწყუნისს“

 სიმშვიდით გართული გონებას დაიღლი,

 და ცდილობ გამოსვლას

 საკუთარ თავიდან, არც ისე მარტივი

 არის ეს მერწმუნე...

 

 ბათუმის სველი ცა - გავს სასოწარკვეთილს...

 იკეთებს ჰარაკირს...

 დაიწყო წვიმით და ქუჩების სისველით,

 ფიფქების ფეხის ხმა,

 მას შემდეგ ძვლებამდე შავი ზღვით გაჟღენთილ

 ლექსებს ჰგავს ქალაქი,

 თორმეტი პოეტი სულში რომ პირველი

 თოვლივით შეხიზნა.

 

 შიშველ ბათუმზე კოცნა მომინდება

 

 ყინვა შემეპარა - სითბოს ატროფიად,

 სული მარხულობით დავაკორექტირე,

 ძველი ჩვეულება სევდით დამთრობია,

 ღამით ალკოჰოლად გავათოვებ- (ტირე)

 დი... ამ მოლოდინში ისე მომინდები,

 ცრემლი აკივლდება ძველი არღანივით,

 მერე მრისხანება ცისა მობინდდება,

 ღამე გადაძვრება ბათუმს საბანივით.

 

 შიშველ ბათუმზე მე კოცნა მომინდება...

 

 უშენო რეალობა (ლოცვა გვირილას სკვნილზე)

 

 (თ უ ნ თ ა ს)

 

 მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და

 გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,

 ყველა „ვუყ-ვარ-ვარ“-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,

 ,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.

 

 ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა,

 უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს),

 ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა,

 რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.

 

 ახალი მთვარე, როგორც ახალნაორსულარი,

 ღამის ბილიკებს გაუნათებს, ოღონდ ვის რამდენს

 ამას თვითონ წყვეტს... და თუ დარჩა იმის უნარი,

 რომ გადაგვკარგოს ერთმანეთში უკუნისამდე.

 

 ოცდაცამეტჯერ ჩამოვმარცვლე ლოცვად - ,“ვუყვარვარ“,

 „არ ვუყვარვარ“ კი აპოკრიფულ ტექსტივით დავგმე,

 რაც ამ თვალებში სიკეთეა, მომცა უფალმა

 და მარცვალ-მარცვალ, - ხელისგულით შენს ხატთან ვაკმევ.

 

 სულში დაორთქლილ სუნთქვის სურნელს ვიზოგავ მძაფრად,

 ეს ლოცვაც ერთად ვიჩურჩულოთ ასე ჯობია,

 სიშორე, - შენი სინონიმი (საშინლად) მზაფრავს,

 უშენობა კი გადამექცა უკვე ფობიად...!

 

 მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და

 ყველა „ვუყ-ვარ-ვარ“-ს ხელისგულით მზეთან მივიტან!!!...

 

 ერთი ჩაის კოვზი

 

 ტანზე სუროსავით ლექსმა დაივანა,

 სულის სამოსელი ქრისტე იესოა,

 სანამ დამთავრდება “შუაღამიანი”...

 სანამ ქუთუთოებს ბინდი მიექსოვა,

 ვამსხვრევ მდუმარებას ფორტეპიანოზე,

 ახლა ბეთჰოვენი შეცვლის ჩაიკოვსკის,

 ზეცას დაემართა მკვეთრი ციანოზი,

 სისხლი ვუწყალობე ერთი ჩაის კოვზი.

 

 ნაპირს შემახიზნა უპოეზიობამ,

 სადაც ღრმადშეჭრილი ზღვაში კონცხებია,

 ვწერ და ემოციამ ვერ იმსახიობა,

 მწუხრზე აღვლენილი ყალბი ლოცვებივით.

 

 ...........

 

 ვსუნთქავ სახარებას, ამინდს ნაგოლგოთარს...

 ვგრძნობ ეს სურნელება, მაშინ შემაწია

 ღმერთმა, როცა ჩემში თომა დაგმო ჰოდა,

 მოხდა ყველა ეჭვის სრული კრემაცია.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ირკუცკი2012-08-09 12:43:36
წადი ჩამოკარი ან რაღაც მოიმოქმედე რომელი ვაჯა ფშაველა შენ ხარ შეჩემლალალაი

ანტიუბიოტიკი2012-08-19 10:51:10
ახლა ბეთჰოვენი შეცვლის ჩაიკოვსკის,

ზეცას დაემართა მკვეთრი ციანოზი,

სისხლი ვუწყალობე ერთი ჩაის კოვზი.

//////////////////////////////////
ბლაბლაბლა
მაგ ადია ჩაიკოვსკი0ჩაის კოვზი/////დგლიჯა

მოცარტი ალბათ მონმარტია
ვერდი-ალავერდი
ლისტი=გლისტი
ვაგნერი=ბ ანერი
და საე შემდეგ

გია მაგრა აფრენ

ანტიუბიოტიკი2012-08-19 10:52:55
ნაპირს შემახიზნა უპოეზიობამ,
+++++++++++++++++
მე ვიტყოდი უტვინობამ
ისე გიგრძვნია ბოლოს

ანტიუბიოტიკი2012-08-19 10:54:15
ვსუნთქავ სახარებას, ამინდს ნაგოლგოთარს...

ვგრძნობ ეს სურნელება, მაშინ შემაწია
___________________
"შეამიწა "რა ზიპლიპიტოა,სიმონ?

ანტიუბიოტიკი2012-08-19 10:59:06
ვვვვვ

ანტიუბოტიკი2012-08-22 12:48:30
გიორგი გაბაიძე - „შიშველ ბათუმზე კოცნა მომინდება“
+++++++++++++++++++++++
შიშველ მინადორაზე რას იტყოდი ,სიმოინ?

exfsbqiyvv2013-01-23 07:40:30
6dwuLZ <a href="http://aduhscgjxivt.com/">aduhscgjxivt< /a>, [url=http://gpcsgcdobyvb.com/]gpcsgcdobyvb[/url], [link=http://yhttqrxpjzwu.com/]yhttqrxpjzwu[/link] , http://zzbgstueihko.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. თეა წულუკიანმა ივანიშვილს „ქონდრისკაცი” უწოდა?
2. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
3. მეუფე იაკობის განცხადებამ, დაპირისპირება გამოიწვია
4. რა შეფასებები მოჰყვა პატრიარქის მოწოდებას?
5. "აქ არ გამართონ აქცია, თორემ დაიღვრება სისხლი"
6. ივანიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას აანონსებს...
7. რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
8. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
9. "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
10. პოლიტიკოსების ცემის დეტალები
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962