ზაფხული სილამაზისა და ჰაეროვნების სეზონია. აღნიშნულ სეზონთან დაკავშირებით მოდის სამყაროში მრავალი ახალი ტენდენცია ჩამოყალიბდა და ამ ტენდენციებში გრძელი ქვედაბოლოებიც ერთიანდება.
ფერთა გამა...
2012 წლის ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალური ღია ფერთა გამაა და ამ შემთხვევაში არც გრძელი ქვედაბოლოებია გამონაკლისი. შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ: ნარინჯისფერს, თაფლისფერს, რძისფერს, ღია მწვანესა და ყვითელს, ასევე ზურმუხტისფერსაც.
ფორმები...
მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით ტომარის ფორმის ქვედაბოლოები სარგებლობენ. სასურველია მაღალი წელითა და ფართე, ორიგინალური ქამრით.
ქსოვილები...
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰაეროვნება ზაფხულის უპირატესობაა, სწორედ ამიტომ ყურადღება მსუბუქ ქსოვილებს მიანიჭეთ. სასურველია უარს თუ იტყვით მხოლოდ ერთი ფერის ქვედაბოლოებზე. კარგი იქნება აღნიშნული ტანისამოსი პატარა ყვავილებით ან გეომეტრიული ფიგურებით თუ იქნება გაფორმებული.
როგორ და რასთან ერთად ჩავიცვათ...
ქალბატონების ძალიან დიდი ნაწილი არ იცვამს გრძელ ქვედაბოლოებს მხოლოდ იმიტომ, რომ თვლიან ვითომდა ეს ტანისამოსი მათი ფიგურისთვის არ არის განკუთვნილი. ქალბატონებო, გახსოვდეთ, რომ მსგავსი ქვედაბოლო ნებისმიერი ტიპის სხეულს შეიძლება მოერგოს, უბრალოდ სხვა ელემენტები უნდა შეარჩიოთ დაკვირვებით.
მაგალითად ზედმეტი კალორიების მქონე ქალბატონებმა უარი უნდა თქვან აღნიშნულ ქვედაბოლოსთან ერთად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მორგებაზე, ასევე უნდა დაივიწყონ უფორმო მაისურები და ღრმა დეკოლტეს მქონე ზედატანებს უნდა მიანიჭონ უპირატესობა.
ეს ქვედაბოლოები იდეალურია დაბალქუსლიან ფეხსაცმელთან, ასევე შეუდარებლად ერწყმის სპორტულ კედებსაც.
რაც შეეხება ხელჩანთებს. ამ შემთვევაში უპირატესობა გრძელი სარტყელის მქონე, მხარზე გადასაკიდ ჩანთებს მიანიჭეთ და თან ისე, რომ ეს აქსესუარი თქვენი კაბის ფერს დაახლოებით მაინც იმეორებდეს.