მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა
17 მა­ი­სის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს 100-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ
სა­ა­კაშ­ვი­ლი იულია ტი­მო­შენ­კოს და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას შო­რის პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებს
რას ეძე­ბენ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი­სა და მე­რაბ­შ­ვი­ლის სახ­ლებ­ში?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი14°-29°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი16°-23°
ანსამბლი „გორდელა“ 5 წლის გახდა (ვიდეო)

14:40 14.06.2012
[შორენა გოგოლაძე]

ქართული ტრადიციული სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი „გორდელა“ დღეს 5 წლის გახდა.

გოგონათა ანსამბლი 2007 წელს ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მასში გაერთიანებულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 11 სტუდენტი გოგონა.

ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს მელოდიების ფართო სპექტრს, რომელიც ადრეული, შუა საუკუნეებისაა და პირვანდელი სახით ინარჩუნებს ქართული კულტურის იმ ნიმუშებს, რასაც ხალხური სიმღერა ჰქვია.

ანსმბლის მიერ შესრულებული ქართული ტრადიციული მუსიკა არანჟირებულია ანსამბლის ხელმძღვანელის, თამაზ მამალაძის მიერ. ანსამბლი ასრულებს მრავალხმიან ხალხურ სიმღერებს, როგორც ა-კაპელა, ასევე ინსტრუმენტების თანხლებით. მისი წევრები უკრავენ უძველეს ქართულ ხალხურ საკრავებზე. ესენია სიმებიანი  ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, ჩანგი, ჩასაბერი,  სალამური, ჭიბონი, ლარჭემი, დასარტყმელი – დოლი, დაირა და გარმონი.  მიუხედავად იმისა, რომ გოგონათა ანსამბლი არსებობის არც ისე დიდ დროს ითვლის, მან პოპულარობა მალევე მოიპოვა.

ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები ძირითადად სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელსაც ათასობით მომხმარებელი უსმენს.

„თსუ გორდელას“ წევრებმა რამდენიმე თვის წინ სოლო კონცერტიც გამართეს.

ამასთანავე ანსამბლი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ანსამბლი არის სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატი.

რა არის გორდელა? ამ კითხვას პასუხი თავად ანსამბლის წევრებმა სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გასცეს.

„ გურული სიმღერები ძირითადად სამხმიანია, თუმცა ვხვდებით ერთი და ორ ხმიანი სიმღერების ნიმუშებსაც. რაც შეეხება ოთხხმიანობას. მას მხოლოდ გურიასა და აჭარაში ვხვდებით. ოთხხმიანობა მხოლოდ შრომის, კერძოდ "ნადურ" სიმღერებს ახასითებთ. 

ნადი კოლექტიური შრომის ფორმაა, რომელშიც ერთიანდება 8დან-12მდე კაცი (ერთპირული ნადის შემთხვევაში), ხოლო ორპირულ ნადში 16დან-24 კაცამდეა გაერთიანებული. ნადის წევრები, მუშა ხელი და მომღერლები ერთდროულად არიან. მათი მხნე რიტმული სიმღერა ახალისებს და ამსუბუქებს შრომის სიმძიმეს.

შემონახულია ოთხხმიანი სიმღერების ხმათა დასახელება:

I ხმა -კრიმანჭული, კრინი, წვრილი, გამყივანი II ხმა - მთქმელი, დამწყები, მწყებელი, მოძახილი. III ხმა - შემოძახილი, ანუ მაღალი ბანი. IV ხმა - ბანი.

სამხმიანობაში კი ხმათა შემდეგნაირი დასახელებაა: I ხმა კრიმანჭული, გამყივანი, წვრილი. II ხმა - მთქმელი, დამწყები. III ხმა - ბანი.

გურიაში თითქმის ყოველ სოფელს თავისი ნადური გააჩნია: "გურიანთელა", "შემოქმედურა", "ბაილეთურა", "ჩოჩხათურა",     "გ ო  რ დ ე ლ ა",    "საჯავახო", "ჯიქურა" და სხვ.

შეიძლება ითქვას, რომ აჭარულ ნადურ სიმღერებთან ერთად გურული ნადური სიმღერები უჩვეულო მოვლენას წარმოადგენენ მსოფლიო ხალხთა მუსიკალურ პრაქტიკაში“- ნათქვამია განმარტებაში, რომელიც დღეს „გორდელას“ წევრებმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსეს. 

ბეჭდვა  
კომენტარები:
ჩოხელი2012-06-14 15:20:50
მაგარიაა გორდელაა : ) თაკოს ხმაზე მეკეტებაა იმენა თეოს ორეულიაა : ))))

2012-06-14 15:23:30
კი თამნუნა ალადაშვილსს ძალიან მაგარი ხმა აქვსსსს. თეონასნაირი ვერ არის, მაგრამ ძალიან კარგად მღერის

2012-06-14 18:37:43
მე ყველაზე მეტად ნატა ბაბაშვილი მომწონს უმგრესი გოგოა,პირველ რიგში იმიტომ რომ მოხევეა და მთის შვილია,სულში აქვს გამჯდარი ხალხური სიმღერა

2012-06-15 04:20:23
ბიჭო კაი გოგოები არიან, კარგად მღერიან მაგრამ რავა ყველა ულამაზოა. ერთი წესიერი შესახედაობის როგორ არავინ ჰყავთ :(

სტელა2012-06-15 10:12:22
თამუნა ალადაშვილიი ვაიმეე როგორ მიიყვაარს,თააამ გილოოცაავთ!!! ყველანი მაგრები ხაართ:*:*:*

სტელა2012-06-15 10:13:56
"ბიჭო კაი გოგოები არიან, კარგად მღერიან მაგრამ რავა ყველა ულამაზოა. ერთი წესიერი შესახედაობის როგორ არავინ ჰყავთ :(" ამ კომენატარის ავტორს თვალებში ბნედა ხო არ აქვს????????????????ნინო კაციტაძეს ვერ ხედაავ???ან დანარჩენებს რას უწუნებ??

დემეტრე სამხარაძე2012-07-22 13:13:55
ეს ის ანსამბლი არაა,საკანცელარიო მასალებზე რომ უკრავს ? :დ

wtwkwxp2012-09-30 15:19:23
TtEg1w <a href="http://qcoogpdweapb.com/">qcoogpdweapb< /a>, [url=http://diexojvufpom.com/]diexojvufpom[/url], [link=http://uvnvvszquoxm.com/]uvnvvszquoxm[/link] , http://gtfiyjakkysr.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
3. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
4. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
5. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
6. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
7. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
8. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
9. ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატი და ოპონენტი დააპატიმრა
10. ლევან ვასაძე: „ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ“
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962