|
[presa.ge] ამჯერად გარისკვა სატუნინგო ატელიე German Special Customs-მა სცადა და შედეგიც შეუდარებელი აღმოჩნდა. ცვლილებები ძირითადად მოდელის ვიზუალურ მონაცემებს შეეხო. ავტომობილმა ახალი ბამპერები, საქარე მინა, სარკეები, ფარები, საბურავები და დისკები მიიღო.
ავტომობილი Porsche Panamera იმ ავტომობილების რიგს განეკუთვნება, რომლებისთვისაც ძალიან რთულია შესაბამისი სატუნინგო პაკეტის შექმნა. ხოლო თუ რომელიმე სატუნინგო ატელიე მაინც გაბედავს მოდელის განახლებაზე ზრუნვას, მას ძალიან დიდი სიფრთხილე მოეთხოვება, რადგან ეს ავტომობილი ყოველგვარი განახლების გარეშეც კი იდეალურია.
საბედნიეროდ ამჯერად გარისკვა სატუნინგო ატელიე German Special Customs-მა სცადა და შედეგიც შეუდარებელი აღმოჩნდა. ცვლილებები ძირითადად მოდელის ვიზუალურ მონაცემებს შეეხო. ავტმობილმა ახალი ბამპერები, საქარე მინა, სარკეები, ფარები, საბურავები და დისკები მიიღო.
ავტომობილის კორპუსი ნაცრისფრად შეიღება და შავი ელემენტებით გაფორმდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა მონაცემებს ფლობს მოდელი ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა, სატუნინგო ატელიე მოდელის თაყვანისმცემლებს სასწაულასაც კი ჰპირდება.
|
|