მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვის­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვაჩ­ნა­ძე და გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი კან­ცე­ლა­რი­ა­ში ?
„სა­ბას“ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა მთავ­რო­ბას აქ­ცია მო­უწ­ყ­ვეს .
პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ის დროს თავს გი­ტა­რა­ზე დაკ­ვ­რით ირ­თობს
რა­ტომ არ სურს ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი16°-27°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი17°-23°
ზაფხულის კაბები სავსე ფიგურის მქონე ქალბატონებისთვის...

14:17 16.05.2012
[ანანო კვაჭანტირაძე]

ზაფხულის ცხელ დღეებში, ქალბატონებს სურთ საკუთარი ფიგურა წარმოაჩინონ. სავსე ფიგურის მქონე ქალბატონები კი ხშირ შემთხვევაში ზედმეტი კალორიების გამო ულამაზეს ზაფხულის კაბებზე უარს ამბობენ. ეს ყოველივე არასწორი მიდგომა და შეხედულებაა. მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები, სავსე ფიგურის მქონე ქალბატონებს რამდენიმე რჩევას აძლევენ...

იპოვეთ თქვენთვის მისაღები მოდელი...

იდეალური კაბის ძიებისას, განსაკუთრებული დაკვირვება გმართებთ. უნდა განსაზღვროთ უბრალოდ სავსე თეძოები გაქვთ, თუ წელის გარშემო არსებული ზედმეტი კალორიები. პირველ შემთხვევაში შეგიძლიათ მოირგოთ ზაფხულის კაბა, რომელიც არავითარი ქამრით არ იქნება დაფიქსირებული წელის არეში, მეორე შემთხვევაში კი სასურველია სარტყელის მქონე ტანისამოსს თუ შეარჩევთ. ეცადეთ მკერდზე აქცენტის გასაკეთებლად რაც შეიძლება ღრმა დეკოლტეს მიანიჭოთ უპირატესობა.

იდეალური ორნამენტების შერჩევა...

სავსე ფიგურა საკმაოდ პრეტენზიულია. იმისათვის, რომ თქვენი სხეულის ნაკლებს განსაკუთრებით არ გაუსვათ ხაზი, სასურველია კაბაზე არსებული ორნამენტების სწორად შერჩევა. მსგავსი ფიგურის მქონე ქალბატონებისთვის შეუდარებელი ფერებია: იასამნისფერი, ღია ლურჯი და სალათისფერი. ასევე აღნიშნულ ფერებში გადაწყვეტილი სხვადასხვა ორნამენტებიც. უარი თქვით ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ხაზებსა და გეომეტრიულ ფორმებზეც.

შესაბამისი სიგრძის შერჩევა...

აღნიშნული კრიტერიუმი ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ფიგურის იდეალურად წარმოსაჩენად. ნებისმიერ შემთხვევაში კაბის სიგრძე მუხლს ზემოთ სულ მცირედით უნდა სწვდებოდეს. ხოლო თუ ქალბატონს ზედმეტად განვითარებული ფეხის კუნთები აქვს, მაშინ სასურველია თუ კაბის სიგრძე კოჭამდე იქნება. მსგავს სიტუაციაში საზოგადოების ყურადღების გადატანა თეძოებსა და დეკოლტეზე უნდა შეძლოთ.

აქსესუარები...

ნებისმიერი ქალბატონის მისწრაფებაა გამოიყურებოდეს უნიკალურად, აქსესუარები კი ამ სურვილის ახდენაში ეხმარება მათ. სავსე ფიგურა, სტანდარტულზე დიდ წონასა და გაბარიტებს გულისხმობს. ამიტომ სასურველია თუ უარს იტყვით ზედმეტად დიდ აქსესუარებზე. ამ შემთხვევაში ჩანთაც შედარებით მინიმალური ზომის უნდა იყოს. რაც შეეხება ფეხსაცმელს, სასურველია უპირატესობა საშუალო სიგრძის მქონე ქუსლს მიანიჭოთ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ირკა2012-05-16 23:52:33
ვის უნდა შეაკერინო ასე დახვეწილად

vqufrirx2012-06-08 19:12:38
1

იზაბელა იზაბელა2012-08-07 16:53:24
მომწონს, მაგრამ, როგორ და სად სევარციოტ?

2012-08-07 21:45:33
ეს ყველაფერი კაია მარა რო არ იყიდება ასეთები,მაღაზიაში რო იკითხავ დიდი ზომა ხო არ გაქვთო ისე შემოგხედავენ თავს შეგაზიზღებენ

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
2. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
3. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
4. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
5. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
6. „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს“
7. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
8. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
9. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
10. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962